მართალი სისხლი


მართალი სისხლი

ნუთუ მეც მტვერად გადავიქცევი
ცავ სილამაზე არ გეცოდება ?
ღვთის უარყოფის მართალი სისხლია
ჩემ პოემათა შავი გოდება

ტყეები ისევ გალობს ულალუმს
ისევ გამოჰყვა შავ ღრუბელს მთვარე
და ცრემლი მოსჩქეფთ როგორც ცუნამი
დანტეს გარსებში ჩონჩხების ჯარებს

ასე მისდევენ ზარები, ზარებს
როგორ დავიხშო მითხარ ნაღველი
გაშეშებული თვალი ცისაკენ
დამრჩა მრავალი დიდების მნახველს

ლტოლვა გაფრენის შიზოიდურად
ზიზღით გათოშილ ნერვებს ასკდება
სიცოცხლე ვსერეთ ათას მინდორად
სიკვდილთან მაინც დავრჩით ბავშებად

თუკი ვიმსჯელებთ ჩემი ხილვებით 
სიცოცხლე მრავალ ვარსკვლავში ბუდობს
სიკვდილს სიცოცხლე შეერკინება
ვით გოლიათი დავითის შურდულს

ჯერ ახალგაზრდის სისხლი მიყივის
თუმც მოცინარი აღარ მაქვს ბაგე
ჩემთვის სიცოცხლე ფიქრის ციხეა
არადა  მრავალი სიზმარი ვნახე

მიწა ჩააქრობს ღამის ფორიაქს
დამივიწყებენ მიწის გარედან
მაგრამ მე მაინც ვარსკვლავი მტკივა
რა მარტოდ ღმუის ჩვენი პლანეტა

მთებში გაცოცხლდნენ თოვლის მუზები
ცავ სილამაზე არ გეცოდება ?
ღვთის უარყოფის მართალი  სისხლია
შავი გოდებით ყველა პოემა !

როგორც ივანე კარამაზოვმა
გამოვიგონე სატანა ჩემით
ზარები რეკენ, რეკენ ზარები
ნგრევით თუ ცრემლით - ცრემლით თუ ნგრევით !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი