შემოდგომის სიმფონია


დღეს შემოდგომის ქარვებად  ქრება
ახალგაზრდობის რწმენა ნამსხვრევი
სულ ამაოა დავითის ვედრებაც
ეძინოს  უფალს ცად ფრთებგაშვერილს

გადამეტებულ კვნესდა მთაში ვიოლას ბაგე
ვიოლიონოთა სევდას ცეცხლი ეკიდა შავი
ვიოლას  ბროლის ცრემლმა არყოფნის ღამე დაგმო
და ამიჯანყდა სისხლი, ფიქრის დაზვავდა ზვავი

თითქოს ფოთლები მიწად სისხლია ღვრილი დაფნესი
სდუმს შემოდგომა, სიჩუმეა დაურღვეველი
დაცურავს მთვარე ქათქათა და უანკარესი
და დაცემული ანგელოზი ზიზღის მნთხეველი

შეჰკედლებია შემოდგომის ამ ყრუ საღამოს
სადაც ლტოლვილის ტკივილიც ფეთქავს
და ამ პლანეტას ,მიტოვებულს დაუსაბამოდ
ვარამი  ჩემი პოემით ეთქვა !

არ მივატოვებ მთებს და ჭალებს, ველებს, მდინარეს
მე შევიფარებ მუსიკაში პლანეტის სევდას
უფალო ამ ძილს სამუდამოს ერთხელ ინანებ
ვმღეროდი ნაზად და ვიოლაც სიმღერებს სდევდა

ხმა ჩემი ზეცის ნუგეშია გარდმოვლენილი
ისმის ზათქივით ვერხვის ტოტებიდან
სულ ძილი , ძილი, კმაროდეს ძილი
იშვას სასწაული ტკბილი გოდებიდან

რას შეგადარო შემოდგომის ყრუ აგონიავ
შენ შენთვის სუნთქავ, არვის ედრები
შენში დაკრძალულ მელანქოლიას
ქარი ატარებს  მთა - ბარ ყვედრებით

სჩიოდი, გვერდით არავინ იყო
არ იყო არსად იმედი , შვება
ახლა კი ქნარი ჩემი, მალამო
ცისა და მიწის ლეგენდებს ყვება

და შენი სულიც ტრიუმფით მძვინვარებს
ყვითელი ფოთლების მნუსხავს ბალეტი
შენთან არ მოვა უფალი მძინარე
მხოლოდ პოეტი შეგიყვარებდეს !

მთებში ვიოლას სახე ელავდეს
და ვიოლიონო კვნესოდეს ველად
 ტალღა აფთარი ზღვაზედ ღელავდეს
ქნარმა იჟღეროს ცია სასუფევლად !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი