სიყვითლე


ვინსენტ ვან გოგს

თითქოს კრუნჩხვიან ბავშვის სევდაა
ყვითელი ფერი მოლბერტს შემხმარი
ცხოვრება შენთვის სახრჩობელაა
და სიღარიბე შავად  შემკვდარი

არ ტოვებ არსად მზესა და აბსენტს
კარტოფილს ჭამენ გონჯი მუშები
და ყურნათალი სიგიჟის საზღვრებს
გადასცდი უკვე თავს ვერ უშველი

მკვდარ  ხორბლის ყანებს კვიპაროსები
ღამეს უთევენ  მეფობს სიყვითლე
და ღამურები ბეთლემის ბოსელს
ჩვილის საჭმელად ცას შეეჭიდნენ

ჩვილი მესიის დასახიჩრება
შენს ტილოებში სისხლის ჩაქცევად
გადიქცა, თითქოს კიბო აქვს მიწას
და ყველა ცდილობს მისგან გაქცევას !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი