თოვლისფრრი ისარი


ზვიად მეფარეს

ყაყაჩოს სისხლში ყორნის ეფექტი
ლალის სიზმარში შავი ჭირია
შენ პოეზიის გიჭირავს კვერთხი
და ქარს აოცებ ცელქს და ჟინიანს

დროის ხუნდებში სულის თამაში
და აბსტრაქციის ბუნების გენი
მთვარე აგიჟებს გიზის აკლდამას
კვნესის სფინქსის ქვა , დაღლილი, ძველი

გწვავს რენესანსის კატალოგები
სტრიქონებს ფუნჯი დაყვება ბნელი
და პილიგრიმის კატაკობაში
კასანდრასავით სიმართლეს მღერი

შენ  არვინ გისმენს, ბრბოში უცნობად
რჩები და ლოცვად სალომეს სდევნი
ბოროტეული გზნების ურჩხულად
ვერ გადაიქცა სიმღერა შენი

ჩვენ მარტოობის ვირჩევთ სავანეს
პირამიდებზე ოცნებით ვცხოვრობთ
და ხელოვნებას ვეცით თაყვანი
მის სიდიადეს ვუჩოქებთ,  ვმონობთ

თოვლის სხივები ქრისტეს სუდარას
ჩვენმა გალობამ ზედ დაამჩნია
სიცოცხლე ზამთრით არის მუდარა
და გულში გხვდება ათასი ტყვია

სხვა უფსკრულები და ჩანჩქერები
სულში გვინთია ვით კელაპტრები
მძიმე სამყაროს მოვეჩვენებით
მხოლოდ მუსიკით რომ ვენახვებით

და ვენახები ზურმუხტის ჩაეფლო
ცხოვრობ უღვინოდ იის იმედით
ზოგჯერ არ იცი თუ რას დაეყრდნო
კუბოსაც ლექსით გაუცინებდი

დაიწვა ცეცხლში რომი ნერონით
შენ კლავიშების გოდოლს მიჰყვები
ტრანსში აცეკვდნენ ხორბლის ღერონი
ხალხი ბრბო არის დაგივიწყებენ

და პოეზიის ელდორადოებს
მხოლოდ პოები თუ გაუგებენ
მეც სისხლი მიდუღს რითმად ნათოვი
რითმად ვათოვებ ცრემლების შხეფებს

როგორც რემბრანტს და მიქელანჯელოს
შენც ლექსით ხატავ უცნაურ კოლაჟს
ცად ჰელიოსის ეტლი გაჩერდეს
სამყარომ იგრძნოს სიბნელით ჟრჟოლა

.ან დაისების ალმურის სუნთქვა
სად ლალისფერში ეფლობა მთვარე
სად ატლანტს მხრებზე მათრახებს ურტყავს
დაუნდობელი ბროკენის ღამე

ასე მთვარეში მეწამულ სხივებს
ჩემი ნარცისის ანარეკლს ვატან
ჩემში მითიურ გველეშაპს სძინავს
და ლექსად მისვე ზმანებებს ვხატავ

გავექეც კერპებს და ილუზიებს
და რექვიემებს ვმღერი გალობით
ნამდვილ პოეტებს ვარსკვლავნი შიათ
ეკლის გვირგვინის დადგმას ვჩქარობდით

ტანჯავს დუმილი ანარქიული
შენს პოემებში სინდისის ქაოსს
მადლი დააკვდა მძლე და ღვთიური
სად მალარია ჭკუას შლის ჭაობს

ცივ  უდაბნოში თითების თეატრს
ბახის ორღანი არყოფნას გუდავს
დღეს პოეზია ბეტონის ტყვეა
ადრე გალობის ტიტანებს შურდათ

ლაბირინთების ლოცვად აღინთო
ჩვენი სიტყვები უდაბნოს ჭაში
სიბერე გდევნის დრომ არ დაინდო
შენი გაფრენა კალამით ცაში

 Non - eternal ჩემი კრებული
შავ კარნავალის ნათესავია
მთვარე ქვესკნელით გარინდებული
და ღამურები ძილში ხავიან

წითელი ამურები, თეთრი პეგასი
და გამურული ღრუბლები ცაში
ჩვენ გაჭირვების ცრემლი შეგვაშრა
ტარკოვსკის სარკე და ცელქი რაში

ჩვენ პოეზიით გამოვიარეთ 
დღენი ულევი, მრავლისმნახველი
ტარკოვსკის სარკე და ცელქი რაში
და დაგროვილი სულში ნაღველი

ბინდი ჩამოწვა ავად მყეფარე
რა ავადაა შეშლილი ბინდი
სახელი შენი ზვიად მეფარე
იმოგზაურებს დროში ვით ჩიტი ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი