მაისის ლალი


მაისის ლალში მზედ აღორძინდა
ჩემი ფიქრების იდუმალ ფრთები
ქარონი ნავთან ლერწამებს თლიდა
სხვაგვარი გრძნობით და გაფითრებით

ყველა ვარსკვლავი უცებ გააქრო
მამლის ყივილმა და ლაჟვარდებმა
მე სიკვდილივით არ მინდა ვნახო
ფერმილეული მზის ჩაშავება

მზე მხოლოფ მაშინ ჩაიცვამს ძაძებს
როცა ჩემს კუბოს გაჰყვება ანა
კუბო რომელიც ფრჩხილებით კაწრეს
დემონებმა და აშარმა ქარმა

ცივი დარბაზის უცნობ პალატებს
სად ცოცხლდებიან მოჩვენებანი
ვიცი რომ ფრთები დამაღალატებს
ახალგაზრდობა, ტყდება ლერწამი

მე ვესიზმრები რქოსან მინოტავრს
თითქოს ვბრამვდები, ვხედავ ფიგურებს
ქარით დევნილი ფოთლები ცოცავს
და ვიოლანდის ლანდი მიყურებს

სახლის კედლები, როგორც გისოსი
აღარ იცვლება, არადა და არა
ბავშობის სევდა, უბიწოება
ჩქარა გაფრინდა, გაფრინდა ჩქარა

დემონის ხორხში მღეროდა დანტე
და გადარჩენის ინსტიქტებს წვრთნიდა
მინდა არასდროს არაფერს გავდეს
ჩემი ხილვების ორკესტრი წმინდა

სანამ წამიღებს კუბო მიწაში
და ანას თვალნი დაითხრებიან
მინდა რომ ირმის გალაკტიკაში
ვაფრინო სული და გულს სნებიანს

ბნელი ცხოვრება გადავავიწყო
მაისის ლალში მზედ ავღორძინდი
მუდმივად მთვარეს გავხარ მაისო
და ხიდან ხეზე ფრინდება ჩიტი

მიჰქრის მფრინავი ჰოლანდიელი
და მეცხრე ტალღას ებრძვის გიტარა
მოსვენებული ვერსად მიველი
ვერ მოვიშუშე ვერსად იარა

ზღვის ღაღადისი მესმის ნიავად
ხმაურობს იგი ვით ჯერაც სისხლი
ვერ მოვიშუშე ვერსად იარა
ცივ პოემათა აპოკალიპსში

ცა ემალება ნილოსის ზვიგენს
ცა ემალება პოეტის ტკივილს
მკვდარი საფლავში ვერაფერს იგებს
უსულო ჩონჩხი, ხრწნილი და ცივი

ჩემო მაისო, ნეტარება მითხარ რაშია
სად მოვასვენო ობოლი სული ?
და ვარსკცლავები, ლალის რაშები
განრისხებულან ერთურთოს შურით

შენი დაისის უცნობ ჯადოში
მე მოვასვენებ ჩემს სულს დაზამთრულს
სევდას კუბოში სძინავს გათოშილს
და ცეცხლი უვლის ვარდსაც დაზაფრულს

ზღვავ გამაქანე, შორს შორს წამიყვა
მიწის ტალახში უღვთოდ დავობლდი
მაისის ლალი მე ისე მიყვარს
ვით ლორდ ბაირონს ჩაილდ ჰაროლდი

მზე მხოლოდ მაშინ ჩაიცვამს ძაძებს
როცა ჩემს კუბოს გაჰყვება ანა
კუბო რომელიც ფრჩხილებით კაწრეს
დემონებმა და აშარმა ქარმა !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი