ღამე სარკმელთან


მთვარე ჩაძირავს დუმფარებს ტბორში
და ყვავილს დაყრის მოწყენით ლეღვი
რა შეედრება სიცოცხლის მორევს
და გულის ჰანგებს სასოწარკვეთილს

ცას აუშნოებს მსჯავრი პილატეს
როგორც სიბერე მეძავს შერცხვენილს
ქარები ქრისტეს გამოტირებას
აგრძელებს დღემდე და ტყის მერცხლები

ფრენენ სარკმლის წინ დაღონებულნი
რა უნუგეშოდ ფრენენ მერცხლანი
კაენ ძმის სისხლით დამონებული
უდაბნოს მარტოდ მისდევს შემცბარი

ვით  დედაბერის სქელი ნაოჭი
არის მახინჯი ჩვენი დროება
და ასე დაღლილს მაინც მაოცებს
ცის ვარსკვლავებით მოჟადოება !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი