დარეკე !
სად გაქრა ვნების მძიმე თარეში მკლავს შემოდგომა ყვითელი ვამპირი ფრთები დამაჭრეს შუაღამეში " და ყორებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან " გაქრა თითქოს და არც არსებობდა ზღვა, ბობოქარი ახალგაზრდობა ჯვარს გაკრულ ქვეყნის სისხლი მდიოდა როგორ ნაზდება შემოდგომით ახალგაზრდობა ბაბილონს რეკენ ზარებს ყორნები რა მისტიურად რეკენ ზარები და ასე მოკლულ ახალგაზრდობას ცრემლი მოყვება, თეთრი ზვავები რეკე ყორანო, არ წყვიტო, რეკე ისე რომ ღამემ სული დაბინდოს კუდიანების ველური ცეკვა ღმერთებს ჭკუიდან შლიდა ბაბილიონს ქარი არბევდა მუხებს და ვერხვებს რად მოვკალ ჩემი ახალგაზრდობა ? ზარები რეკენ, რეკენ და რეკენ მოვკალი იგი მე დაუნდობლად ! ეჰ ტანჯვავ, ტანჯვავ რა ღრმაა სევდა სიცოცხლეს ჭამდა საფლავის ზარი და ასე მოკლულ ახალგაზრფობას ქარი სდევნიდა, ყვითელი ქარი რეკდა ყორანი, რეკდა ბაბილონს და შემოდგომა სევდით ვიდოდა ახალგაზრდობა, ზღვა ბობოქარი გაჰქრა, წავიდა, დამემშვიდობა !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი