მეცხრე სიმფონია


მეცხრე სიმფონია კლავიშთა გოდოლი
ყრუ ბეთჰოვენის ციური სისინი
ვერ ჩამოინგრა, ღმერთების დასები
და ტყის მოკვდავი სუსანო იცინის

იგი ღვთაებრივ  ჟრუანტელს იწვევს
მუსიკა რომელიც მეტია მზეზე
ვით ბროწეული გული გახლიჩა
შეყვარებულმა დემონმა ფრთებზე

მაღლა ვარსკვლავნი , 9 - ე , ტკბებიან
პლუტონი ქვესკნელს კვდება ჰანგებით
ზმანებას მოჰგავს, ღრმას და ვნებიანს
თითქოს სისხლი დუღს ძარაღვში განგების

მეც ვისმენ ჰანგებს და ქარი მანგრევს
ქარი ცეცხლივით იწვის, გიზგიზებს
მე ყველაფერი დავწყევლე, დავგმე
და სული ჩემი კრუნჩხვით კისკისებს

დასრულდა მუსიკა, სიჩუმე გამეფდა
სიჩუმე ყოვლის მპატიებელი
ყოველი სიჩუმეს, სიჩუმეს დანებდა
გაყუჩდა მთოვარე, განაზდა ტყე - ველი

მე დავიბადე სიზმარში მეორედ
თანდაყოლილი მელანქოლიით
მუსიკა, მუსიკა , მუსიკა, მუსიკა
გაჰყვა ზღვის ტალღებს როგორც თოლია

რა ამაოა სოფელი მართლაც
და რა დიადი მელანქოლია
და მაღლა, მაღლა ვარსკვლავზეც მაღლა
ფრენს ჩემი სული ვით ზღვად  თოლია

და სიმფონიაც გოდოლი კლავიშთა
კურნავს ჭრილობებს რაც კი მტკიოდეს
თუ ზამთრის ძალით სისხლი გამიშრა
დე გაშრეს სისხლი, არას ვჩიოდე

ოღონდ მუსიკამ იმეფოს ქვეყნად
ელვისმტყორცნელის ბორგვით და ძალით
მე შეყვარებულს, ოჰ შეყვარებულს
ყრუ ბეთჰოვენი თუ შემიბრალებს !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი