შემოდგომის ლეგენდა


მირაჟების სერიას შემოდგომა ამძაფრებს
ვით პეტრარკას სონეტებს ფოთოლცვენის ტრიუმფი
და პლუტონის სიზმარი კუბოებით გამძღარი
ჩონჩხოანი კლავიშით ურჩხულივით მიუღრენს

სულს სიცოცხლის დებოშით
აღტკინებულს , ფრთაშესხმულს
ჩონჩხიანი კლავიშით, ჩონჩხიანი კლავიშით
ჩემს სიზმართ სამეფოში
აღტკინებულს, ფრთაშესხულს
არწივებო ნუ მკორტნით, არწივებო გამიშვით
და სიკვდილიც სარკმრლთან მოგრინდა და გაშეშდა !
შემოდგომის პეიზაჟს დემონები ხატავენ
შეანჯღრია ტყეები ქართა სიმფონიებმა, 
. ჩემი სული ეული, არწივებით ნატანჯი
როგორც პრომეთეოსი მთაზე ჯაჭვით მიება

ვით პეტრარკას სონეტებს
მტანჯავს სოფლის ციება 

სული მთაზე ეწამოს, შემოდგომავ როდემდე?
მინდა თავისუფლება, სიყვარული მინდა
და არწივებს ჯალათებს ვამპირები მოსდევდნენ
რომ ეწოვათ ნექტარით სისხლი , სისხლი წმინდა !
 გარდამოიხსენ მთიდან
ჯაჭვები იხსენ, ყარე
მე მიმღეროდა ციდან
ფოლადის ნაზი მთვარე

მეც დავუჯრე მთვარეს
ვამპირნი გავარისხე
ფრთები მოვიბი შავი
და წაველ შორად ცისკენ

გაქრა არწივთა ურდო, გაქრა ვამპირის კბილი
ჩემზე მადონა ოხრავს და შემოდგომა ტირის !

ტირის, ტირის და ტირის
მუხლად დაეცა ღამე
სული ჯვარიდან ხსნილი
ითვლის ბედნიერ წამებს !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი