დემონური მადლი


ვარ  დალოცვილი მადლის წყაროთი
და ვარსკვლავების მომსდევს კურათხევა
სიონის მთაზე როცა ვგალობდი
ცა მიხაროდა ცრემლის უნთხევლად

მეგონა ღმერთებს ვუყვარდი ძლიერ
ლაჟვარდის ტკბილი ზარი რეკავდა
მაგრამ ღმერთებმა ერთხმად დამცინეს
რომ მთელი ქვეყნის ჯავრი მეყარა

მათი დაცინვა იყო სიჩუმე
ყოვლადძლიერი დაცინვა არის
და სილამაზე კუბოშო მწოლი
მიწიდან ვარსკვლავს მიჰქონდა ქარებს

დანტეს ინფერნოს ცხრავე ვარ გარსი
უბედურება ჩასახლდა ჩემში
გამოწყობილი მადონაც შავში
ვისაც იესო ჩააკვდა ხელში

ჰგავს მიტოვებულ, დაწყევლილ პოეტს
სიყმაწვილეში დაკოდილ რემბოს
სტანჯავს ობლობა და სიმარტოვე
ცრემლის ზღვამ მიწა სისხლებით ღებოს !

არ მავიწყდება, არა და არა
მადონას კვნესაც სიზმრებში მქროლი
თუნდ მარტოობით შევასკდე კლდესაც
არ დავივიწყო ცრემლები ბროლის

ოქროს ჭალებში ვაქროლებ პეგასს
და ეფემერულ დრაკონებს ვებრძვი
ვით ბალერინა უყვარდა დეგას
მე პოემათა მაწამებს ცეცხლი

ასპიტს, დრაკონს თუ ბინდის მაქციას
თუ დემონების დაფარულ ცოდნას
რისთვის გაიქეც, ან სად გაიქეც
ან რად გადიქეც საფლავის ლოდად

ბავშვობავ ჩემო სისხლით მართალო
რა სამუდამო სიკვდილით მოკვდი
და შენზე ცრემლით, ღამედ ნამთვარევს
მარტოდენ მუხის შეირხა ტოტი

არ გაპატიებთ დაკარგულ სიცილს
ღმერთებო მიწას რომ არც იხსენებთ
თქვენი სიჩუმით მკვდარი ვარ ვიცი
წვიმს უსაშველოდ, ვხედავ მზის ცრემლებს

და გოლიათი ბებერი მუხა
ჩემზე სწუხს ყოფნით დაღონებული
მას ჩემი შავი ბურუსი უყვარს
და სილამაზით გაოგნებული

თავის სიბერით კვდება ეულად
და ლაკრიმოსას სევდა აწვალებს
მუსიკა იგი სიკვდილით სნეული
რომელიც მოჰგავს გენის სასწაულს

ძლივს შემოდგომის ჩამოწვა ღამე
ცა ფანტასტიკურს ვიგრძნობ გაფრენას
როგორც მუხიდან ფოთლები წავლენ
ზამთრის ქარები როცა დაბერვს

მას აღმაფრენაც გაჰყვება ჩემი
დაიზამთრება ყველა სტრიქონი
ჩემი თვალები მაგონებს წყევლას
იავარქმნილი იერიქონის !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი