ჭის სიზმარი
სულო ღამეში, აბსტრაქტულო ანომალიავ რად გაგაწამა უცხო ქვეყანამ სიცოცხლე ჭის სიზმრის იქვა გალიად მიწამ ვარსკვლავებს კეთრი შეყარა დიახ, მარტო ვარ ბნელ ჭის სიზმარში და ავადმყოფი ზეცით მშიერი ჩემი კვალია ველად თუ მთაში და ჩემი კვალით ვარ ბედნიერი სადაც არც ღმერთი, არც ანგელოზი არასდროს ამბობს გადამწყვეტ სიტყვას როგორც მზეს მართავს ეტლით ჰელიოს მთელს კოსმოსს ჩემი საკრავით ვბინდავ თითქოს კუბოზე მთვარის შუქს ვაფრქვევ მთელი კოსმოსის ვიქეც მალამოდ არ მსურს სიკვდილის ხახაში ჩაქრეს ეს ამბოხება დაუსაბამო .დიახ მარტო ვარ , არვინ მყავს არა ვით დანტეს სდევდა ლანდი ვირგილეს ჩემშია მხოლოდ თვითმკვლელის დანა და დემონური სევდის სიგრილე მაგრამ მთიებო ჰომ მოგაკლდებათ ბიჭი სიზმრის ჭას გადახვეწილი რომ გტანჯავთ ყოფნის ციებ - ცხელება ბოლო სიმღერას გიმღერი გედი რადგან მთიებო დუმხართ მკვდარივით თქვენში მე ვამჩნევ კეთროვანებას ცივი ცის შუქი, სუსტი არილი აგრძელებს შავი მიწის წვალებას ! ხალხი მაგონებს იუდას ამბორს ვარ აბსტრაქტული ანომალია და თავისქალა სიმართლეს ამბობს ვიყო გენია, მკვდარი მკვდარია განადგურდება ყოველი ქვეყნად ყოველი ქვეყნად განადგურდება მაინც ვუმღერი ცას სისხლად შემხმარს მთვარეს, რომელიც ღამით ბრუნდება მოვუსმენ ტყეში სუსანოს ღავღავს დაჰქრის სუსანო, ველური ბავშვი შავეთის დემონს ჩვილივით დაჰყავს ღელვა სუსანოს მთასა თუ ბარში ▪︎
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი