სიზმრის პრელუდია


წრიალებს წლები, წირვები კვდებიან
წანწალებს ქარი, ყვითელი ჭირი
ფერი წაერთვა ვენერას, ვნებიანს
შორს სევდიანად მამალი ყივის

და სევდიანად ღამდება ადრე
შემოდგომაა, ყვითელი ჭირი
შემოდგომაში ეძინოთ ნატვრებს
ძირს დაცვენილი ფოთლები ცივი

იმზირებიან როგორც ჩონჩხები
როგორც ჩონჩხები და წურბელები
მე გიტარაზე დაკვრას მოვრჩები
დგანან ვერხვები ქედუხრელები

გაწყდა სიმები, ხმაურის, ქაოსის
რა სიჩუმეა, ბნელდება ნელა
ქვეყანა ლპება თავის ჭაობში
და ემზადება ცა სატირელად

გაწვიმდა ზეცის ცრემლებით კრული
და მთვარე ბადებს არყოფნისსატირს
როგორ იწვება ბედკრული გული
გული წააგავს მხეცსა და ნადირს

მე სამარეში ჩავიტან ვიცი
ჩემს საიდუმლოს, ძველს ბიბლიაზე
მზის გულზე ცხელი ვიდოდა ბიჭი
რამ ჩაახედა სიკვდილის ჭაში ? !

თითები ჩემი გადაკრუნჩხული
როიალს უკრავს, ყვითელი ჭირი
მთვარის სონატა ღამის ურჩხული
და თეთრი რაში ყელგამოჭრილი

ყვითელი ჭირი, ყვითელი ჭირი
და ეკლიანი ვამპირი დრაკულას
ლედი მაკბეტის ქორწილი ეშმაკთან
და ვარაკვლავები ეშმაკის მსახურად

შემოდგომაზე ციდან გამქრალი
ცის ვარსკვლავები ეშმაკს მიეყრდნენ
ცივი სინესტე, გვამივით მყრალი
შეუჩნდა ცხენებს და მფრინავ ეტლებს

არარეალურს ვძერწავ ნახატებს
თითქოს სიმღერა იყოს ჰიპნოზი
მე შემოდგომა გედი გავხადე
რომელიც უსმენს ვარსკვლავთა ქოშინს

ოჰ, მარტოობა დამცინის მწარე
პრელუდიაა სიზმრის სიყვითლე
ყვითელი ჭირი ბნელი, მწუხარე
დღეს თვითმკვლელობას გადაიფიქრებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი