სილამაზის ძალა
თოლიამ ზღვაზე ფრთა გაშალა თავისუფლების და საფირონის ფერია ღრუბლის იწამა გზნება ლაღი ბუნების როგორც თეთრ მთვარის, ფრინველთა უფლის მარადიული ღიმილია ზეცად ავრორას და სიყვარულის მადლის მთესველი სინათლეს აფენს ველებს, ჭალებს სიქსტის მადონა თავისი ძალით სიკვდილის და ავის მღეჭველი არ კვდება არა ქვეყნად ძალა და სილამაზე მხოლოდ ადამი დაბმულია ჯაჭვით რკინაზე მიწის სამარე განგების ნაპრალი და მას თან მისდევს სიცოცხლის სინაზე ფრენდეს თოლია მაღლა, მაღლა Per aspera ad astra კლდის ქარაფებზე არ ქონდეს დაღლა ჩემი ფიქრები ვარკვლავებს გასცდა ! და თეთრი მთვარე უფალი ფრინველთა თავს დაილეწავს კლდეზე ჯიხვივით და ორაკულებს, ბედის მხილველებს ესმით უკვდავი რაშის ხვიხვინი დე წარღვნის ცეცხლი გადმოეშვას ცათა სარკმლიდან ოღონდაც დარჩეს სილამაზე კუბოთა მტერი ზედმეტი ფრენა ანგელოზსაც ვიცი დაღლიდა მაგრამ მე არ მღლის სილამაზე, ცა დამბინდველი როდესაც კვდება სილამაზე ზიზღით ვეჭვდები რომ ყველაფერი ამაოა, სიცოცხლე, ქარი ანგელოზებმა გაიკეთეს ბროლის ბეჭდები და დაავიწყეს ადამის შვილს გოდება მწარე Per aspera ad astra სიკვდილი მაინც მოვა ჩემი ფიქრები ვარაკვლავებს გასცდა და დაივიწყა გლოვა !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი