დაღუპვის ნირვანა
მეწამული მზე ჭალებში დაწრწის და ვიოლინოს კვნესა აწამებს არა მაქვს ბინა, ვის მივეკედლო ? როგორ გავუძლო სოფელს საზარელს ? ბურუსში მიდის და იკარგება ვიოლინოთა ნაზი ტირილი დავიწყებული მაქვს სიხარული მუსიკად იქცა ჩემი ტკივილი მზე კი კაშკაშებს ვით მისტიციზმი და უნაზესი შუქი სწვავს ჭალას ჩემი სიმღერა ტკბილი და გიჟი ნუთუ არავინ არ შეიყვარა ?! მოჯადოებულ სიზმრის ნირვანა ვარსკვლავებიდან მიწად ჩამოდის სად მთელი ქვეყნის გულისნადები ვით ქრისტეს ჯვარზე ცრემლად ჩამომდის ჩემი სიმღერა ტკბილი და გიჟი ნუთუ არავინ არ შეიყვარა ? გადავივიწყე დაღუპვის შიში და უწმინდესი შევქმენ ნირვანა სოფლის სიბრმავის ღრმა წიაღიდან გამოქვაბულში როგორც ღამურამ საკუთარი მზე დავფერფლე, დავწვი მრავალ ზღვაზე რომ მამოგზაურა და ახლა სოფლად გამოკეტილი ვიოლინოთა რექვიემს ვისმენ და ჩაიკოვსკის ბნელი გედივით ლოცვით, ვედრებით მივილტვი ცისკენ ჩემში რამდენი გრძნობა ჩავკალი ჩემში რამდენი სიმღერა დავგმე ცის სიყვარული არის ზღაპარი მალე კუბოში ბაღლინჯო დამკბენს ბნელ ლაბირინთებს შევები ფიქრით ყრმობიდან უცხო სიზმრები მწვავდა როგორც იოსებს და ზეცის იქით იყო მითოსი მჯეროდა, მწამდა ვარსკვლავთა ცოდნა ჩამოვიტანე მომაჯადოებ ჰანგად ვაქციე შევხვდი დემონებს, შევხვდი წმინდანებს ვამპირებსა თუ ბინდის მაქციებს მე არ დავეძებ მარად სიმშვიდეს მეწამული მზე ეფინოს ჭალას ჩემი სიმღერა ტკბილი და გიჟი ნუთუ არავინ არ შეიყვარა ? ცხოვრება თუა საფლავზე უშნო პოეზიაა ნირვანა ცეცხლთან ცრემლი შეიშრე ! ცრემლი შეიშრე ! შენი დაღუპვის სიკვდილსაც შერცხვა !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი