ცის თხების მინუეტი
მინუეტს უკრავს სამეფო დარბაზი, ეხვევა ბრწყინვალება კამარებს, მზე წვება ღრუბელთა საფლავში, ღრუბლებმა ჩიტებიც ჩამალეს. კვამლი დუღს ღუმელთა ნაბოლი, დამფერფლავს ღრმა სევდა ზამთარის, ზამთარი, არავის დამყოლი, საკუთარ თოვლშია ჩამდნარი. ბჟუტავს და ბჟუტავს ვერცხლისფრად, ვარსკვლავებს ჭამენ ცის თხები. ო, რაოდენი მეძინა! მწვავენ და მწვავენ სიზმრები! ასე სხივმფინარებს ჯურღმული, სევდის ნაპერწკლით ვიშლები, გავარვარებული სიზმრებით კლდეებს ვასკდები შიშველი. ცის თხები ღმერთებს რქებით ჭრიან, ზამთარი იწოვს ღმერთთა სისხლს, უკრავენ მძაფრად მინუეტს და ივიწყებენ ქვეყნის ზიზღს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი