მთვარე


ჩემი აივნიდან მოჩანს
მთვარე ,კოცონივით ჟღალი.
ვებრძვი თავსაც და დროსაც
და იმედი მაქვს მთვარის.

და ეს წითელი მთვარე
თითქოს ჩემს ვედრებას უცდის,
თითქმის ვეღარ ვგრძნობ ჰაერს,
ჰაერს ნაცრის სუნი უდის.

მივყვავარ ბედს და ვიცი,
მე რომ გავახელ თვალებს.
მე მეშინია მიწის
და მაღლა იწვის მთვარე...

მთვარე პოეტის დარდით
ერთხელ გაანთებს მიწას,
მე ვგრძნობ უცნაურ წადილს
და ვხვდები ,რაღაც რომ მიცავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი