ცელიანი ბედი


უკუნმა შთანქა წიაღი აბრაამის
აღარც ხმა ისმის შორი მთებიდან
ნეტავ რა მოელის ჩემს თეთრ ღამეებს
მარტოსულობის აპოგეიდან

საფლავნი, მიწის ღია ჭრილობები
ჩანან ყოველგვარ იმედის მტერად
მწარე ფიქრებში გული მიღონდება
ვარ პოეზიაში ზეკაცის ელვა !

მე ფრთებდამწვარი ვტირი ანგელოზი
მითიურ მწუხარების ვატარებ ნიღაბს
მოკვდინდა ჩემში ვნება ეროსის
ის ჩემში იშვა დიდი ხნის წინად ▪︎

ჩქარ გახევებული გერნიკის ლანდებით
ვგრძნობ რა მტკივნეულ უმეგობრობას
ბედო ცელიანო არ შემიყვარდები
სარკმელში აანჩხლებ  შხამიან იბობას ▪︎

ბედო ცელიანო თავი მანებე
ზღაპრის ჩიტი ვარ სრულიდ უცოდველი
ეს პლანეტაა ჩემთვის გალია
ჩემებრი სული აქ არის ტყვე ბნელის !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი