ნარგიზის ზმანება
საფლავზე დაწვება ზმანება ნარგიზის ცეცხლს აგიზგიზებს ზაფხული მკერდიდან გადვუჩურჩულებ ორაკულს, მისანს რა მელოდება ღამეში ციდან ? ცის სიჩუმეში ნარგიზი იყვავილებს ქვის იდუმალებით იღვიძებს სფინქსი ჩემს სულში ბორგავს წასული სიყმაწვილე გველი დაიწყებს შავეთის სისინს ცეცხლი გიზგიზებს , ტყეები იწვიან მთაში მირაკრაკებს ნელად ნაკადული ყორანი სარკმელზე ბნელში აკაკუნებს მე ხილვებს ვდარაჯობ სასტიკს და მიწიანს▪︎ მომაკვდავ ნარგიზებს ხატავს კარავაჯო მაინც არასდროს ნარგიზი არ კვდება ბნელეთის სიზმარში სნეული ქარი ქაჯობს მთოვარე დასტორის ვარსკვლავთა დაცემას ▪︎
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი