მუხა


მუხა ასწლოვანი , დგას ღამენათევი
მის სქელ ფოთლებში ყრანტალებს ყვავი
შანდალში ჩუმად იწვის სანთელი 
მეც მუხასავით ვარ გამბედავი ▪︎

დაზამთრებია მოხუცს ფიქრებში
არ ჩერდებიან ვივალდის დროები
ქარს მოაქვს უძლევი ქაოსის მითები
მეც მათ ვიყვარებ განმარტოებით ▪︎

არ მიგვატოვო ბნელ ზამთრის ქარო
ვიცი რომ ჩვენზე მარადის სწუხარ
მთვარე ამოდის ვით ცის ლამპარი
და მის ნათელში იძინებს მუხაც ▪︎

მე კი არ ვიცი რა გზას დავადგე
ლტოლვილის სევდა საით მივმართო
ვფიცავ ეჭვიან ნარცისის თვალებს
ღამის შვილი ვარ და უფსკრულს ვნატრობ ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი