ელეგია მატარებელში
ყველას თავისი გოლგოთა დააქვს ყველას თავისი ბედი აწამებს ვით სოდომისგან გაქცეულ ლიოტს თვალში ჩამიდგა მწველი ხანძარი ნუშებს ქარების ფიქრი აწვალებთ სოფელი სატანის ბნელში ჩაეფლო იღლება სული ჩემი , ეული, საწყალი შენ რაღას სჩივი ამაყო ვერხვო ? ვარ მატარებელში, გვერდით ზის ანა და ფანჯარიდან მოჩანს ტყეები სხვა არა მინდა , არა და არა მხოლოდ ანასთვის ღირს რა ცრემლები არ დაიღუპო წინ კიდევ არის გზები რომელზეც სხვას არ უვლია მებრძოლო სულო დალეწე ღამე შენთან ხომ შენი სიყვარულია ▪︎
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი