ნიცშე
ნიცშეს წიაღში ზვირთებს დაგეშილს არ ეძინებათ, ყეფენ მღვიძარნი გაუნელებლად იწვი სარკეში რეკავს მიწური არყოფნის ზარი აქლემი ლომად, ლომი კი ბავშვად ეს ტიტანური არის სამება შენი სისხლიც კი უკვალოდ გაშრა შენი სიცოცხლე იყო წამება▪︎ ვით იაკობი ღმერთს შეებრძოლე პლუტონის გდევდა შავი ქარები შანდალში ნელა ბჟუტავს სანთელი თაფლის სანთელი, ღამე მომქანცველი ღამე ტყიური , ღამე უსრულო ლალიანდება დაისი , ბნელობს ყველას ამთავრებს სიკვდილის ცელი ბერწი სიცოცხლის დიადო მტერო მხრებით იკავებს ზეცას ატლანტი ატლანტის მსგავსად გეკავა ცანი ზეკაცი იშვას , სული გატყავდეს იაკობივით ხარ გამბედავი ! ტრაგედიიდან მუსიკის სული დაიბადება ტანჯვის მორევში შენზე ოცნებით გასკდება გული ბულბული უსტვენს გაფოთლილ ხეში უკრავს მუსიკა კერპების მწუხრში როგორც საყვირი იერიქონის და ღამეული ჩემი წუხილი სქელი ნისლიგით მთებს დასწოლია ქარები მღლიან , მღლიან ქარები სნეულ ფიქრებში ჭია ხრავს კუბოს ქარები მღლიან , მღლიან ქარები რომ სამუდამოდ მეც დამამწუხრონ ▪︎ სივრცეს დაედო ზაფრანისფერი სული უნუგეშოდ გატყავდეს ჭისებერ უძირო წყვდიადის გველი ჩემს ჯვარს ლურსმანებს ჩქარა არტყავდეს ცოფში მიიჭრის ტურინის ცხენი მას ამათრახებს ვინმე ბოგანო თვინიერ თვალში ჩაგიდგათ ცრემლი აქ შეიშალეთ თქვენ სამუდამოდ დადუმდა ბაგე, გაჩუმდა ქარი გამეფდა ავი შიზოფრენია წავიდა ყველა ვით ნიაღვარი მთვარესაც ცრემლში მოუწყენია დიდო გენიავ , დაიწვა ნერვი სიცოცოლე ჰგავდა ნაობლარ ნიღაბს ხარ უშორესი ზეკაცის ელვა კეთილისა და ბოროტის მიღმა ▪︎ ხეები კვნესიან ღამეში მდუმარი ცრემლები მოსჩქეფენ მდუღარე ლავისებრ გადაგეფარა ტურინის სუდარა ის სამუდამო და ბნელი ტყისებრ ▪︎ ნელა იწვება ჩემი სანთელი ისიც მწუხარედ ჩაქრება კარგო ტურინის სუდარა და ჟრუანტელი ცხოვრება მოჰგავს სატანის ტანგოს და მეც ვფიქრდები ვით ბელა ტარი ტურინის ცხენის ბედზე უცნაურ ცზოვრება არის სევდის ზღაპარი და ტკივილიანს მორჩილებს სასრულს ▪︎
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი