შაგანე


რაზე ოცნებობ ნეტავი შაგანე ?
რუსი საყვარლის ხარ საფიცარი
მთვარე ჩამოწვა, ხევში დაღამდა
კვნესის ტირიფი, ცისკარის სიზმარი
რაზე ოცნებობობ ნეტავი შაგანე ? 

კამკამა წყაროსთვალს ბნელი შეხიზვნია
ბნედიან ველებზე აღდგნენ ბუმბერაზნი
და რიაზანის მინდვრებს შაგანე
აწვება ბნელი პოემის ბრაზი

თვალი  აიმღვრევა სიცხეში მირაჟებით
სული სუიციდურს მონობს შავ გვალვებს
შაგანე გვალვაა,  სიცხეში პირი შრება
სად ხარ დაკარგული ლამაზო შაგანე

შენს შავ თვალებში ქვეყანაც დაეტევა
სულაც აქ დაირწეს ახალი აკვანი
ახალი აკვანი ნაზი სიყვარულის
მეც რაინდი ვარ სიჩუმის შაგანე

ამ ჩემს საგალობელს ტყეები იგალობენ
შაგანე შავ მერანს გავყვები ნაღვლიანი
გვალვის ცხელებაში ტირიფთა ჭრილობებს
ეხმიანება შაგანე ცივი ქარი

ჩემს ჭრილობებსაც ქარი უმკურნალებს
მაგრამ ვერას უშველს ფიქრებს ნისლიანს
შაგანე გახსოვდეს რუსის საყვარელო
რომ მთვარეც პოეტის დაღვრილი სისხლია▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი