სევდის მინორი
მიწა საბრალოთა სისხლით იპოხება ხანძრით ფეთქავენ შორეთში მთიები სადმე უდაბნოს მკვდარს გიპოვნიან შურს იძიებენ ერინიები ტყედ დაირწევა სევდის მინორი ტყეში შევხიზნავ ჩემს შეშლილ ფსიქეს ერინიების მომყვება ქორო პანაშვიდებმა სული გახლიჩეს ნიანგის ცრემლით ტირის მდინარეც ღამეში კოშმარს ხატავს გოია მზოლოდ ნუგეშად დამყვება მთვარე მთვარის ველური პარანოია გამეშვით ყველა , ვარ მარტოობის უკაცრიელი გველი ედემის ჩემშია მხოლოდ ეული ღამე და ამ ღამეში ნელა ვბერდები ▪︎
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი