ღამენებისა


მიწიდან იშვა ჩემ სულში ზიზღი
ტკბილმა ნიმფებმაც ცრემლი არწყიეს
ანგელოზებმა მანთხიეს სისხლი
ვამპირებად რომ გარდავაქციე

ცივ ლაჟვარდებში მამალი ყივის
ცისკარი ლულავს თვალებს, მიბნედილს
ჩემს სულში ისე ძლიერად ცივა
რომ ბურუსიან უფსკეულს მივნებდი

ღამენებისა მთებო და ზღვებო
უმღერე მუზავ ყოფას ქვესკნელურს
ეს რექვიემი ცაში აღზევდეს
და შეეფეთოს მთვარეს ავსებულს

ჩემი სამყოფი არის დუატი
სად ბნელზე ბნელი ქნარის მზე ჩადის
დგება მშიერი საუკუნეთი
წვიმის წვეთები სისხლივით ბლანტი

დაეცემისნ ტყეში ნაძვნარებს
ნაძვებს წვიმისგან სუნთქვა ეკვრებათ
წვიმაში ხეებს ისე აძმარებთ
რომ ყოველგვარი იმედი ქრება

ვარ ახალგაზრდა , ძლიერ ობოლი
დაბადებული დღენაკლყლ ბავშვად
ნაძვებს არტყია მიმწუხრის ბოლი
ყოველი ჩემი სისხლივით გაშრა

აღარ ეტევა მთვარე ზეცაში
კარგო ყოველთვის ყოფნაა მტერი
ვარ ცოფიანი, ეული ბავში
და უნაზესი ვითარც ვერტერი

ღამენებისა , ვერავინ მიხსნის
ზამთარეული გლოვისგან მყინავ
ანგელოზებმა მანთხიეს სისხლი
ტყეში მოწყენილ ვამპირებს სცივათ ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი