მაისის ჭრელი გველი


წითელი ყაყაჩო, მთვარის ყვავილი
ანა - მარია, მაისის ჭრელი გველი
ყველა ტკივილი როცა გაივლის
დარჩები ლეგენდად გულით შეურყვნელი

იისფერ ხანძარში ზეცა მოიგლოვებს
ქალწულის ცრემლებს , დაღუპულ ვარსკვლავის
ანა - მარია შავეთის ხანძარი
საღამოს ცისკარში ატამად გამსკდარი

ტკბილი ნამის ხე, მწვერვალზე ნახარი
სიჩუმის აპოგეა , ლაჟვარდის სიზმარი
წითური ფოთლები ხეს გადანახალი
მიმწუხრში ეული , მიმწუხრით მისანი

გამსკდარი ნაპრალი, თვალები ჭრელი გველის
მარტოდენ იწვიან ღამეულ ხილვებით
თვალები თაფლოვანი, მაისის გადამწველი
უფსკრულზე მოთარეშე აშარი ფრინველი

ყვავილობს მთვარიანს ყაყაჩო წითელი
სად ანა - მარია გრძნეული თარეშობს
სნეული ლაკრიმოსა , გოდება მიმზიდველი
ასხივივებს ჯადოქრის გამკივან კაეშანს

გადიჩეხს უფაკრულში ქალწული თავის თავს
სევდიან ზღაპარში ყრუ - მუნჯი ქარია
აქ გაუკვდავდება ზიზღისგან დაქანცული
მაისის ჭრელი გველი , ქვა - ანა -მარია ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი