ქრისტე კუბოში


ქრისტე მირაჟად იქცა ჰოლბეინის
ტკივილით იძინებენ კლდეები ხორკლინი
თვალის დასაკორტნად ჩხავის ყორანი
ტირიან მთიებიც ცასთან მორკინალნი

ტირიან მთიები ცასთან მორკინალნი
მე სულ არ ვგავარ ხსნილს სისხლისგან
ვარ დანაოჭებული ბებერი მყინვარი
დავიწყებული მიწის და ცისა

დავიწყებული მიწის და ცისა
ვარ დანაოჭებული ბებერი მყინვარი
წითელი ფოთლები ქარმა მისრისა
დავდივარ მარტოდ დანაწყევარი

გოლგოთის სისხლიც შეაშრა მიწას
ვით შეიწოვა ყოველის სისხლი
ყველა ოცნება ჩუმად გაფრინდა
დარჩა უცვლელი ხრწნილება ზიზღის

გაუხარელი დარჩა ქვეყანა
წაშლილი სახე, , სახე გამქრალი
ჯვარზედ მკვდარი და გაუხარელი
მთვარეც ამოდის, მთვარე ნამგალი

ქრისტე ჰოლბეინის იქცა მირჟად
მახინჯი სახით კუბოში მწოლარე
მასთან სისინებს ვამპირი აშარი
და ჭირისუფლად ქვითინებს ქარი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი