პლატონური პაემანი
ტყის ნიავებში ამბორი ტყდება ამ სიღრმით ვინძლო დანაღვლიანდე თეთრი ჩაუცვამს ღამე იანვარს დუმილს მოუცავს ნაღველში მთებიც იანვრის ბნელში კივის ორკესტრი ყველაზე მეტად ორღანი მაკრთობს ვარსკვლავი ცალი ორ ღამეა ათევს რომ ბნელში ჰპოვოს ნანატრი სატრფო შორში ეულად მარტო დგას ვერხვი ვერხვი ტოტშლილი, უზარმაზარი ვერხვი ოცნებობს რომ თოვლს განეპოს ზამთრის სიცივე ყრუ და საზარი ვერხვს შეხიზვნია ქალის სახება ვივალდის ზამთრით სუნთქავს მთიები წრფელი ძრახვების განსაცხადებლად ჩიტები ცისკარს გაუღიმებენ თენდება , თოვლი ცას ასხივოსნებს ქალი მისანი სხივებს ილოკავს ამ პეიზაჟში მე მესიზმრება პლატონურ პაემნის სნეული ბორგვა ისე შორეული და ისე წრფელი ვით ანგელოსის ქნარზე ღაღადი ქარი მილულავს თვალებს გრძნეული ეცლება ღელვით მას არაქათი იგი ძველებურს მოჰგავს ინფანტას სახე მკაცრი აქვს და თან ეული ქარები ფოთლებს ნელა მიფანტავს ბაგეთ სისხლია გადმონთხეული ვერხვის ფოთოლებს ქარი ამოძრავებს შორი ტაძრიდან ზარები რეკენ ვერხვებში იმალება იგი ამორძალი ჩუმად უთვალთვალებს ფოთლების ცეკვას კვლვ ჩამოღამდა ნელა იანვარს ზეცას გადააწვა მთვარე ნალიანი შემოჭრილ ტკივილის ასე მიამებს გზნებით ანაბორგი იგი ქალი არის !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი