დედა
შენ ბედისწერა ქარში მიგიძღვის უცნობ ბურანში გახვევს და ვერ ივიწყებ მაინც ვერაფრით დედის დაღარულ სახეს იისფერ ზეცას ავედრებ დედას ცა შენ გპასუხობს ჩვეულ სიჩუმით გზად მარტოსულის დაგყვება სევდა და ამღვრეული ზეცის გდევს შური და ასე უნდა მარად იწვალო რომ დედის სიტყვას ბოლომდე ჩახვდე იქნებ ნაღველი გარდაიცვალოს შენც ბედნიერი კაცი რომ გახდე ესაა დედის ობოლი ნატვრაც ობოლი ცრემლი თვალის გუგებში დანთებულია კელაპტარს სანთლად რომ კრთის ლანდებად სიმსუბუქეში ▪︎
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი