საქართველო


ქალდეის მიწის თესლით ვარ სავსე
თითქოს და ჩემში მიწა ღნაოდეს
არადა ვიცი მე დავიბადე 
ნამდვილი ნიჭის სასაკლაოში 

ტყე - ველებისგან იშვა ქაოსი
ნისლის რძეთაგან ქარის მაგია
სისხლის სუნი დგას უჭაობესი
ხალხი და ქარი ერთურთს გაჰყრია

მე დამახალეთ გულში ბრმა ტყვია
მაინც ვარ ძველი ქალდეის შვილი
მისი ენით ვარ ბრმაც და განთქმულიც
მთებს მოსდებია შავი ნახშირი

ღამეა , ღამეც სისინებს მთვარე
მთვარეულივით წრწოდეს ქალდეა
ენაში სული სულს განეყარა
ბედკრულთა გზების სიქათქათეა

მხინარე ბორგავს აქ ალაზანი
კავკასიონი დგას რა მეფური
აქ ნიავები სისხლში აზავებს
ვნებით ნამღერალ უვერტიურებს

ღრმა არის სიტყვა, ჰარმონიული
თითქოს სიტყვებმა დავითი შობა
მიქელანჯელოს ღრმა შორეული
თითქო აქ შედგა მისი გასროლა

ამ ხმა - ტკბილ ერის ვარ რა შამანი
თავზედ დამნათის მთაწმინდის ალი
სიტყვას ვასწრაფებ ვითარც შევარდენს
არ ვარ ამ სისხლის მე მომდურავი ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი