საღამოს წვიმა სოფლად


წვიმს, საღამოის ჟინჟღლავს ეულად
მიწას აუდის საზამთროს სუნი
სოფელი ბნელში გამომწყვდეულა
შეშინებული და დაზაფრული

წვიმის ნაჟინჟღლი ზაფხულის ხვატში
გადამწვარ ეზოს თავიდან ბადებს
ოთახში ცხელა , დრო ნელა გადის
სიცხისგან რეტი დასხმიათ ხატებს 

წვიმს და წვიმისგან იშობა სევდა
და ახმაურებს პიანოს კლავიშს
ეზო დავლანდე , სახე დასველდა
ბინდბუნდში შორად ფრინველი ჭყავის

ასე საღამოს ბინდში იშობა
წვიმისგან ელდა , ვნება ტყიური
და როგორც ჩემი სულის შიშები
ვაგნერის დაწრწის  უვერტიურა  ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი