შემოღამება სიხარულში
დახეტიალობს ქარი უტკბესი სულს ეუბნება ნანას გულმკერდში სიმართლეს თესავს ზღაპრებო აყიჟინდით, კმარა გოდება შესაზარი , ლეთეული თავზედ ტყე- ველები დაიხალა სულის გარდამოხსნა ეთერიდან ჩემი ბაგე წრფელი დაიღალა უხმოდ დაიქანცა მდევარი ყორნისეულ მძიმე მითიური ღამეების ცას მოყვითალო მთვარე მოესევა გული ხმაურიან გაელვების ღამით ამიჩქროლდა ნეტარებით რომ გზნებით ამაწიოკოს ჩრდილებად როკავენ კენტავრები ცეკვავენ ნიავები ცეცხლის ციალით ასე ილულება სანთელიც სარკეში გრძნეულ ბათუმურ ზღვას მალავს ჩემში ცივ ოცნებად იკრუნჩხება ჩემთან მოძინარი ანა დახეტიალობს ქარი უტკბესი ცაზე სიღრმის ეტლებს აჭენებს კედლებს მოსდებია უსურვაზი გზა წამებს ინახავს დაჭერილს რომ ჩააწყნაროს სევდის აკორდებად მეცხრე სიმფონია შეღამებით კიპარისები იგრძნობენ დაყოვნებას ანა თქვენ მუდმივად მეყვარებით !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი