საღამო


უცებ რძისფერ ნისლში შეხიზნდა დანაღვლება
სისხლით დაიფერა ჩემი თვალები
ინგრევა ჩემი კართაგენიც
მსახვრელ ბედს ვერ დაემალები

ჩადგა ყრუ საღამო ალით მაყვლიანი
ბაგე დაუდუმდა წმინდა ცეცხლს
აყეფდნენ ბნელეთის საყვირები
ველი ცის საყვედურს ძირსდამცემს

ვერ დამცირდებიან ჩემი სტრიქონები
უდაბნოს შიმშილში რომ წყლის ნაკადებად
მოსჩქეფენ  და მთოვარეც მომიგონებს
როცა გვარიანად დაღამდება

არაქნეს მოქსოვილი ლაბირინთი
განაქრეს შურიანმა ღმერთებმა
მეც მოკვდავს ოლიმპო დამივიწყებს
სიტყვები დარჩება რა  ვედრებად

რომ ობობებად ქცეულები
ვქსოვთ ჩვენი ბედისწერის  ხალიჩას
ჯადოსნურს,  ღამეში გზნებულები
ორპირმა ცერბერმა რომ დაგლიჯა

ასე დრო ცერბერი ყველაზე გაილაშქრებს
მეორედ არ შენდება კართაგენი
ცხადი სასაფლაო ობობური
ყველაფერს ქარიშხლით გადათელავს !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი