მარადისობა


ახლაც კლდეს ატყვია კვალი გარდამოხსნის
ვერამ წაშალა რა ნაკვალევი
ირგვლივ დათარეშობს კაეშანი
ცრემლი ეშაფოტზე ნაღვარევი

როდედაც ნატვრით ზეცა გაიხსნება
ხმა გამკივანი ისმის კავკასიონს
ყველაფერს წმინდა მთა ამეორებს
რათა თავს არწივები დაასიოს

ასე საათები ნელა მიდის, წყლულებს
არ აქვს დასასრული ჩრდილებისთვის
მოკვდავი ვერ იცილებს განუკურნველს
ისჯება მუდმივად მცირედისთვის

გახედავ ცად ვარვარებს მთვარე ცხოველური
არწივები ცარიელ კლდეს კორტნიან
დამცირდეს კაცის სისხლი მოველურო
მისთვის უდაბნო და შოლტია

როცა პირამიდა მათრახს კვლავ დაგვიშენს
მაშინ ყველა ვცდილობთ მოგვეტევოს
დარჩა ცეცხლის ქურდის ნაკვალევი
ისევ ჩვენში ცხოვრობ პრომეთეოს

მიწა მშიერია როგორც ღამე
ისევ დგას სტიქიონად მთა მაღალი
მთასთან ღამით ჩურჩულს ქნარიც შეეჩვია
სული  ნაწამები, მარტოდ ქარნავალი

კლდე კი ვერ ივიწყებს ბედისწერას
მთვარით უძალოა ნაკურნები
როგორც პრიმავერას ბოტიჩელის
ამ ლექს დაუდგავს საკურთხეველს !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი