ბრძოლა
ვებრძვი ცეცხლოვან ქერუბიმებს რათა მოვიპოვო სიცოცხლის ნაყოფი შუაღამეში გველურ სიმებს თავს ვესხმი როგორც გზას არყოფნის ბრძოლა უსაზღვროა კაცის და მდინარის მთელი სამყაროსი არის ემპირია ღამეში ქარიშხალი იკივლებს იგი არის სიცოცხლე ლამაზი ვამპირია ვარ რა შეწირული დარდით იმქვეყნიურ შემითრევს ლაბირინთი ქაოსში წამები მდინარეში ილევიან სდგას სუნი სასაფლაოსი გამოვდგე ერთადერთი ვნატრობ დავუსხლტე ყოველივე ბიწიერს მოკვდავის სისხლი შექმნილა სამტროდ როგორც ზეცის მკვიდრი ვიცინი ვებრძვი ცეცხლოვან ქერუბიმებს ვარ რა ჩემი მოდგმის დარაჯი ჩემი ფსიქიკაა ტყე უღრანი სული ჯერ არ ჰპოვებს განაჩენს !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი