ალეკო
ერთად განვლიეთ ბავშობის წლები და ვერც ცხოვრებამ ვერ დაგვაცილა უფსკრული კივის თავისი ცელით და ყოველივეს აბსურდში ყინავს აბუჩად გვიგდებს სოფელი ცოდვიანი მაგრამ მეგობრობა რჩება სათუთი ვაქირის ნაძვნარებში ისევ მოდის ქარი წყვეტს ქარი მგლოვიარე მავთულებს ცრემლები ჩვენს ცხოვრებას ართულებს აღვდგებით ფერფლიდან ფენიქსურად მთვარე ღრუბლებში ცურვით გართული თავის სიჩუმეში შენისლულა და ჩვენ ისევ ისე ვიცინით ძველებურად ქარებმა ნისლები რომ გარეკოს მოდის ნაზი სითბო მეგობრობის ჩემთან არს მარადისი ალეკო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი