ავტოპორტრეტი
მე დავიბადე ღამით მთვარიანში გრიგალის სვეტით ელჭექ ღებული მთელი სამყაროა ჩემი არეალი არყოფნის შიშით ვარ გაფითრებული წყლის ნაკადებად მოდის სტრიქონები ვით მშვენიერება ნილოსის ცივ შუაღამეში ვარსკვლავნი მიგონებენ ჟამი ნატანჯ ჭურჭელს მიროზგავს ჩემში საიდუმლო ბედისწერა კივის არ წარიხვეტება სიზმარი საუკუნოდ ჩემი თვალები მწველი და ცივი ცდილობს მარადისი ცას უყუროს ცა გაიხსნება, გადიყრება ბნელი მე შევიქენი ბედისგან ხელდასმული მაშინებს შემზარავი სიკვდილის ცელი გედის სიმღერა რომ არასდროს დასრულდეს ამაზე ვოცნებობ უფსკრულთან უსუსური ვარ რა ლაბირინთით ვნებული სისხლიან გალიაში ჩიტი ვარ უსასრულო წმინდანი რუბიკონთან გახევებული
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი