მამა
დამგლოვიარდა მამის თვალები ადრე რომ ჰგავდა ფერად სტიქიონს მასში ზღვა დარჩა გარდუცვალები მთოვარე მოჰგავს მკვნესარ მიკიოტს იგი დანათის ზღვას ალმაცერად ქვიშა თესლია გაუთავები მამის წუხულში არს ბედისწერა მიჰქრი - მოჰქრიან ნაპირს ნავები ნაძვები ლპება სოფლის ტალახში გზად შეყინვია მამის ცრემლები მამა, რომელიც მოჰგავს მთვარეულს საუბრობს ღრმად და დანაწევრებით თავის ქალაში მწიკნის მუდმივად რომ კაცი იგი იქვევა მიწად და ბნელი ღამის ეულ ქურდივით მის ლანდებასაც სიზმარში ვიცავ წანწალუდან და ხეტიალიდან ვბრუნდები სოფლად ელჭექ ღებული რომ დავინახო მოხუცი მამა სიყმაწვილიდან გაწამებული ესაა ნაზი შუქი ინტიმის ჩაბნელებული თეატრის სცენა წანწალიდან და ხეტიალიდან სასომიხდილი მთვარეში ვწევარ მისი უბრალო სათუთი სიტყვა სიღარიბისგან გახრწნილი კანი უსამართლობავ გრიგალი გირტყავს და ყოველივე არის სიზმარი ჯერ ცოცხალია მისი ვარსკვლავი უკიდეგანოდ მწუხარე ლამის წანწალიდან და ხეტიალიდან მახსოვს შეძრწუნებული თვალები მამის ბახის ორღანი ველურად კვნესის სიკვდილის შიში წამართმწბს სასოს წანწალიდან და ხეტიალ8დან მარტოდენ მამის თვალები მახსოვს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი