ჰამლეტი


დანიის პრინცო, დიადო ჰამლეტ
გეთაყვანები მთელი არსებით
ამოიყარე ამ ქვეყნის ჯავრი
და შეგნატროდა ვარსკვლავთ დასები

მეც შენი თესლი მიბობოქრდება
გარს არყოფნაა მხოლოდ მიწური
შენ ხარ სინდისის დიდი ბოჰემა
შენიდან ვსწავლობთ ნამდვილ სიძულვილს

წყევლა და კრულვა ცივ ბედისწერას
ძნელ ოცნებებში დავრჩით ეულნი
ყველაფერს შავი გეენა ცელავს
მაინც ვერ ვხდებით ბოროტეული

ხორციელდება ბედის სამსჯავრო
მთვარე ცრემლს ჟონავს სულის კივილზე
შენ კი ქურდულად მემშვიდობებები
ჩრდილად ქცეული მამლის ყივილზე

ქვესკნელის მტვერი შენ არ გეყრება
შენში არ ბუდობს ცოდვა მისხალი
ღრუბელი ღრუბელს როცა ეხლება
დუმილს მოუცავს  მთელი ცისკარი

უჩინარდები და ისტერიას
ამძაფრებს უფრო ეს მარტოობა
არ გავურბივარ ჩემს მისტერიას
ამ ქვეყნად მაინც დავრჩები ობლად

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი