სურვილი


შეშლილ სამყაროს უტიფარ სიღრმეს
ვეთაყვანები დღემდე რატომღაც
მას უნდა ჩემი ტომები მივცე
თუნდაც ეს მიწა იქცეს კატორღად

ჩრდილების ცეკვა ისევ მამხნევებს
ბოროტი სული მდევნის ყოველგან
რა გამაოცებს , რა გამახევებს
ცრუ ჯებირები ყველა მომენგრა

ხმა იდუმალი  ბნელში გაჰკივის
რომ ბოროტ სულსაც გადავურჩები
ძველი სრბოლები, მძიმე არქივი
სამყარო მიდის და შენ ნუ რჩები !

უტიფარია სამყაროს სიღრმე
სიკვდილითა და გეენით მსრბოლი
მაგრამ თუ გინდა სუნთქვა და სივრცე
უნდა შეგეძლოს მასთან  ქორწილი ▪︎

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი