ფსიქოლოგია


იცხოვრო აქ ნიშნავს იცხოვრო იმათთან ვისაც შენი გონების ერთი ნახევარი ზეციურ ქმნილებად აღიქვამს და მისი არსებობის საკუთარ თავში ჩაბეჭვდით ცდილობს სიკვდილის შიში დაძლიოს მეორე ნახევარი კი მათ არსებობას სრულიად ამტკიცებს და მისი ცოცხალ თითქოს ესეთი ფართო მაშტაბით დახატულ სურათში საკუთარი ფენის წარმომადგენლებში გაცოცხლება განდომებს სიკვდილს მათ ბრძოლაში დაკარგული შენი გონების ორი ნაწილი კი ვერც იაზრებს იმ ფაქტს რომ ერთდროულად გაშინებს და გაიმედებს რაღაც შენზე ძლიერის არსებობა რეალურად ნათლად შენ გობეაშიც მხოლოდ ის ჩანს  რომ ყველაფერი უკვე კარგად გაწერილი სისტემის ნაწილია და გააზრება იმის რომ ვიღაცას მეტიც ყველას შეუძლია გააკეთოს ისეთი რამ რაც შენთვის შეუძლებელია საშინელ შიშს ბადებს და თან შენში პატარა ნაპერწკალს ანთებს შენ ხომ განსხვავებული ხარ შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ ცუდი მხრივ რაც ლოგიკურია მაგრამ მაინც განსხვავდები სხვებისგან ინდივიდუალიზმის ეს შეგრძნება კი რეალურია რაც ბევრს ნიშნავს მაშინ როცა შენი ფიქრებიც კი არ გეკუთვნის შენ როცა შენ შენ არ ხარ და აზრი იმაზე რომ შენ უბრალოდ მართული ძალახარ რომელზეც ძალასაც ვერ იტყვი საკუთარი დაბალი თვითშეფასების გამო განიჭებს შვებას გრძნობას რომელიც საკმაოდ იშვიათია ბურუსით მოცულ გარემოში რომელშიც ყოფნის მიუხედავად არავის უნდა ხელი გამოგიწოდოს და ამის სურვილს თავადაც უჩენ სხვებს თავდასაცავად გაკეთებული სიბინძურის ნაჭუჭით რომლიდან გამოსვლასაც ახლო მომავალში საერთოდაც არ აპირებ გონებაში ჩამოყალიბებული ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი კი გაფიქრებს რომ ეს ყველაფერი ილუზიაა რომელის ცივ კედლებშიც შენი თავი გაუცნობერებლად ჩაკეტე და იზოლაციამ არაფერი მოგცა მის დასალეწად ხოდა შენც უიმედოდ ფხაჭნი ბეტონს სანამ ჯერ კიდევ შეგრჩენია გარეთ გახწევის სურვილი ან რეალობა კიდევ ერთხელ დაგანახებს თავს მისი ამოუცნობი და საკმაოდ უცნაური მეთოდებით ხოდა შენც იცვლები მაგ მომენტში თითქოს საერთოდ სხვა ხარ და ამაში მხოლოდ მიმიკის ცვლილება არ მოიაზრება იცვლება აზროვნებაც და ისიც ვინც მის უმეტესობას მართავს იცვლება თითქმის ყველაფერი შიშის გარდა შიშისა იყო მშიშარა კი არც ისეთი მარტივია როგორც წარმოგიდგენით მითუმეტეს იმ შემთხვევაში როცა არც იცი რისი უნდა გეშინოდეს და თან იცი რომ შენი ნამდვილად უნდა ეშინოდეთ და მგონი ეშინიათ კიდევაც არც ისაა მარტივი საკუთარი თავი მონსტრად ჩათვალო როცა უსუსურად გრძნობ თავს მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი ხარ აზროვნების ასეთ ასპეკტებში ზოგადად აზრის ქონდა ხომ ამ პრობლემების საწყისია კარიპჭეა რომლის კარებიც ღია დაგხვდა და თითქოს გაგაცნო რეალობა რომელსაც ყველა უარყოფს სიტყვებით მაგრამ შენ იცი სიმართლე და არავის მისცემ უფლებას მოგატყუოს იმაში რაშიც დარწმუნებული არ ხარ                          შენ  გონებაში შექმნილი ორი სამყაროს აღიქვამდე ერთ დროულად რთულია მაგრამ ამავდროულად შესაძლებლობა აღიქვამდე ორივეს გაძლევს მათი გაანალიზების და ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობას სირთულის შკალა იზრდება მაშინ როცა ერთერთი მათგანი დასვენების უფლებას მიცემს მეორეს და გტოვებს სამყაროში რომელზეც არაფერი იცი და გადასაადგილებლად სხვის სიტყვებს იყენებ ან რჩები იქ სადაც თითქოს ყველაფერი ნაცნობია მაგრამ გაშინებს რა შეიძლება გამოიწვიოს მასის წევრობამ და მასაში ყოფნის დროს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ორივეს სირთულეს აძლიერებს ფაქტი რომ არცერთ სამყაროში საკუთარ თავს სრულფასოვნად ვერ აღიქვამ სივრცე რომელშიც ცხოვრობ არც ისეთი მარტივად გასამკლავებელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ბავშვი შამანი 3 კვირის წინ

ვინმე კითხულობთ ბოლომდე ?

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი