ნაწყვეტი lupi


გძელი დღის მერე, თითქოს ყველა პერსონაჟის ცოდვები კუთხებიდან მიყვირიან, მაგრამ სცენ ჩემს საკეთილდღეოდ, ჩემდა უნებურად, ბრუნავს. ჩემს წინააღმდეგ გამოყენებული ანგელოზთა ბნელი სვლები, მათივე სიმახინჯით, აშენებს მისთვის საზიზღარს, თითქოს სულაც არ არიან ჩემზე ჭკვიანები. სად არის ის ზეციური, რაც მე არ მაქ, ან რატო არ მაქ? და გზას ისევ ჩემი ტკივილი გამიკვალავს, დასერავს ფსიქოლოგიას. უთქვენოდ, მემატიანე მე, კი საკუთარი პერსონაჟების მრავალფენოვან ფონებში ვიმალები. ისევ ერთერთი არხის ჯუნგლებიდან, ვინ დაიტირებს კუთხეში მდგარი საცოდაობის თავისებურებებს? არც არავინ მისგარდა, ის კი, ახალი გარდაცვალებისთვის მზად მყოფი ფსიქოლოგიიის შექმნისას, იფიქრებს, ისევ მას შეუძლია მათი სახისთვის გვერდის ავლა და მარტოსულობაში საკუთარი თავის დამცირება.

ქუჩაში მიაბიჯებს დამთხვევითობებისგან უეცრად შექმნილი ღმერთი. თითქოს არასდროს ყოფილან ბინძური ანგელოზები, მასზე მაღალ საფეხურზე, და ის მათ, მათივე შექმნილი ცოდვის ხედვებისთვის, სამაგიეროს უხდის. ყველა მათი ნათქვამი სიბინძურის შვილს, მათ საკუთარ თავზე, სულ სხვა თვალებით, ანახებს. ესაა ნამდვილი ტკივილი? შეგეძლოს საკუთარი სიტყვების მთილიანად გაანალიზება, და შენი გაგორებული კამთლის მიერ შექმნილი, ამჯერად, ღმერთი გაცნობდებს საკუთარ ცოდვებს.

ანგელოზების ნასროლი სიტყვების ერთობლიობის ბანი და შემდეგი გარდაცვალება, რაც უფრო დიდია მისი შექმნილი აჩრდილი, მით უფრო მტკივნეულია მისი დაცემა, იმდენად, რომ გაფიქრებს პერსონაჟების ძალით თუ უნებურად შექმნაზე, და რა, რა არის მათი დანიშნულება? მაშინ რა გამოდის, რომ სულაც არ გინდა დასაჯო თავი?

მუდმივად დავიწყებული მათი ქმედებების ქვეშ, ანათებს მისი ცოდვები, და ისიც, გზის ნაპირასაა, ღირსია თუ არა არსებობის ამ სამყაროში. ნელა მიზდევს მათ ქმედებებს, თითქოს ორ არ არსებულს შეჯიბრიაქვთ დახუჭობანაში, რომელს იპოვის ბედი პირველი, და რას ეტყვის მას? მისცემს ძალას ბრძოლის, თუ დაამცირებს მეორემ, რომ ფორმაში ზრდის, დაუჭირვებლად, დაამციროს საწყალი მსხვერპლი?

მაგრამ ფარად ამინდის ცვალებადობა, და მის ცვალებადობაზე დამოკიდებულს ვერც ვერაფერს დააკლებს, ერთჯერადი შეურაწყოფები, თუნდაც კომპლიმენტი, იმალებოდეს მასში.
კომპლიმენტიხო, მუდმივად შემაწუხებელი ნიშანია, მათ საკუთარ თემაში შეგიშვეს, და ის, მიხუედავად მათზე დაბალ საფეხურზე დგომისა, არასდროს გახდება ბრბოს წევრი, ვერასდროს შეძლებს  მათთან თანაარსებობას, არასდროების გარეშეც.

გზა მთავრდება, მიმართულების მუდმივად შეცვლის სურვილის მიუხედავად. ესმით და მუდმივად ისმენდნენ ძველმა პერსონაჟმა, თითქოს ანდერძად დამიტოვა, რომ მათ ეს ყველაფერი საკუთარი სიტყვების წონას ატარებინებს. ღირს მისთვის სახელის შერჩევა, თუ ღმერთს სულაც არ სჭირდება სახელი, მხოლოდ ანდერძის დასატოვებლად.
დღევანდელობამაც მასწავლა, მისი გამოჩენისას ყველაფერი მის საკეთილდღეოდ როგორ იცვლება, და უსახელოდ დატოვებულ გაკვეთილს, როცა მინდა, მაშინ შევურჩევ სახელს.“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი