lupi
არ მგონია, არ ჩანს ეგეთი. არც ისე რთულია განასხვავო ერთმანეთისგან მასეთი ადამიანები. თან რა უცნაურად დადის. 1. წერტილები და 1 ბმულები ქარია, ნეტავ? ცუდად ჩანს, რომ მომწონს, როგორ აფარფატებს მოსაცმელს სიო? ქარია, ნეტავ? მე როგორ აღმიქვამენ ამის ფიქრისთვის? ქარია, კიდევ კარგი, მაფიქრებს, მამხიზლებს? ვითომ? არ მომწონს კვადრატებს შორის დაბიჯება, არც ის მინდა, შიგნით ჩავაბიჯო, უბრალოდ ვიცი, რომ ასე ხდება. შემოდგომა მომწონს, ფოთლები ცვივა ნელ-ნელა. ფოთლების ასაყრელად შერჩეული ფეხსაცმელები იწყებს მოქმედებას. გასართობია რაღაცაზე ყურადღების გამახვილება იმდენად, რომ თავში ნელ-ნელა უკან გადაიტანო ცუდი დამღები. ლამაზი ხეებია, იდეებს პირდაპირ ციდან აყრის და მასაც მეტი რა დამრჩენია? აძლევს მნიშვნელობებს და ელოდება, როდის დაამტკიცებს თავის ან სხვის სიტყვებს. ფოთოლივით თვითონაც შორდება ტოტს და ქარს აძლევს გზაში დაცემის ადგილის თვითონ შეურჩევის უფლებას, რაშიც სიმბოლიზმის გავლენა მკვეთრად იგრძნობა. გზა გრძელდება დანიშნულების წერტილამდე და შუა გზაში წყდება. იხსენებს ახალს ან ადარებს ძველს, ფიქრობს და ცდილობს, არ იფიქროს. გზაში კი განკიცხვის თვალები უეცრად იჭერს და აიძულებს, თავი რამდენიმე გზით ისეთად აქციოს, როგორიც არ არის. გზა აღარ არის. ვერც მეორეჯერ შეწყდება. ჯერ აქედან უნდა გამოძვრეს. ადამიანებს შორის მსგავსი დამოკიდებულება რომელიმე არხზე შემთხვევით გამოჩენილ ბუნების, ცხოვრების და მისი ბინადრების ქმედებას წააგავს. ფუ, მგონი ამას არ შეუძლია სხვის გონებაში შესვლა და ვერც მანიპულირებს მასზე ამ გზით. იძახიან და ისე მარტივად გადადიან სხვა თემაზე, თითქოს სულაც არ უთქვამთ რამე, წესით აქამდე შეუძლებელი. მარტივია ლაპარაკი, როცა სიმართლეში ჩამოყალიბდი. ბუტბუტით გაცემს პასუხს და კიდევ ერთხელ ამაყად აფასებს თავისი არგუმენტის ლოგიკურობას. როდის იწვიმა? მაგრამ არც ისეთი სველია. აი, პალტოს პლიუსებიც… მაგრამ არც ის მადარდებს, შარვალი თუ დასველდა. ვერ ვიტან ხალხს, და მოპირდაპირედ მჯდარი გოგოების შემჩნევისას ცდილობს ყოველი შესაძლო ვარიანტის გააზრების შესაძლებლობა მათთან ვითომ მიწვდომობის შექმნით გადაფაროს. მაგრამ არც ეგაა კარგი გზა გაიგო, როგორ იქცევიან სხვა ბიჭები, როცა აქ ცხოვრობ. მოულოდნელად იცვლება გარემო, კიდურების არ ქონას ფსიქიკურ ძალებში. ბიჭი კი მიმიკის გარჩევის სურვილით ავსებს და ფიქრობს, ნეტავ რას ფიქრობენ ისინი მასზე? რამდენი სახის თავდაჯერებულობა არსებობს? ან რამდენი სახით ვარსებობ მე? ჩემები მარტო შიგნიდან რატომ იცვლება? რაღაცა მჭირდება. აღარ უნდა ვიფიქრო ასე. მართლები არიან? არგუმენტის სიმტკიცე: • ნარინჯისფერი ფილა • ნაცრისფერი ფილა • ხე • უცნობი ლამაზი ფეხსაცმლით მგონი, ფული რომ ვიშოვო, შევძლებ ჩემზე მორგებული გარემოცვის შექმნას. ფოთოლი ცაში, და დაიმედებული ისე წამოხტა სკამიდან, თითქოს სადღაც ელოდებიან. სისველეს ვერ გრძნობს და უხარია, მაგრამ ხელით შემოწმებას ვერ ბედავს. უმჯობესია, არ იცოდეს. ქარია. მოსაცმელს ისევ აფარფატებს ქარი. არა, არა! ასეთი ფიქრები გხდის საცოდავს. აფარფატებს?! და მერე გიკვირს, რატომ გაბრალებენ… ერთი ფიქრის გადაგდებას ვერ ასწრებს, ნაცნობი ვიზუალი ისე აგდებს უცხო პერსონაჟს თავში, რომ სირცხვილი ვერც ასწრებს მოემზადოს მასთან დახვედრისთვის. და სამართალიც ჩუმად ყოფს ფეხს, ან რაღაც ჯადოსნური მასში არ აძლევს მისი ხმის გაგების უფლებას. არ მგონია, სამართალს ფეხით ჭამა შეეძლოს. ნაცრისფერი ხდება ყველაფერი. სად წავიდა დილით მოსმენილი ფერები? მაგრამ რას ელოდებოდა? თვითონაც იცის, რომ სამუდამოდ ვერ შეძლებს დასახული მისიაში ვიზუალის გაცვლას და უფრო სერიოზულად იწყებს მომავლის დასახვას. იქამდე, სანამ ვინმე მართლა არ მისცემს მისი დასახვის და რეალურად დაიწყებს რისკიან თამაშს. გმირად! თითქოს სრულიად იცვლება გონება. ნაცრისფერში დაკარგული ძლევამოსილებით ცვლის გარემოს, სანამ უსუსურობას გაიაზრებს. მარტივია, გაიზარდო სიმართლეში. ეხლა ეუბნება არავის და ისევ ამაყად გრძნობს თავს. ცვლილება… ნეტა, იცვლება რამე, თუ პირიქით, სტაბილურად ქაოსურ გარემოში ვეძებთ ცვალებადობას? როგორი მარტივია რაღაცა იგივე შედეგით გამარტივო, და ისე წამოხტა, თითქოს ვაშლი დაეცა თავში. მე ისევ ის ვარ, თუ ახლა სხვა? ასე შეიძლება, საკუთარი თავიდან ახლიდან შევქმნა, ან კიდევ ერთი პრობლემა დავიმატო. ვის ადარდებს? შეიძლება უკვე მაქვს. თან ფილმებში კარგად ჩანს. და ნელ-ნელა უკეთ ჩანს ფიქრების გადაბმის წერტილები. შევძლებ, გამოვიყენო საკეთილდღეოდ. აქაც ვერ გავივლი. არ მინდა ახალი პერსონაჟი გავაღვიძო. ძილი დრაკონზე აფიქრებს, და არაა დარწმუნებული, რომ ლურჯები არიან, მაგრამ მაინც ვაქცევ ტექსტების ნაწილად. და ნეტავ ვინ არის? მართლა შესაძლებელია, იყოს ერთი, მეორე? თუ ყურადღებას უცვლის იდეებში არტისტი? სტრაფი ნაბიჯები აბნევს და დაძაბულობას გრძნობს ფეხებში. სიარული რთულდება. შავი ღობეები ცდილობენ შექმნან მაქსიმალურად დატვირთული ვიზუალი, ისიც ჩერდება, თითქოს იქ არის, სადაც სულ უნდა ყოფილიყო. „აქამდე არ უნდა წამოვსულიყავი,“ – ისევ ბურუსი იცავს აზრთა გადაბმის წერტილებს. „სახლში მოვწევ,“ – იხსენებს და ისევ ისეთ მიმართულებას ირჩევს, სადაც არავინ ელის, მინიმუმ გაშლილი ხელებით. სასტიკია, და ეს სისასტიკე ერთადერთი დადებითი მაგალითია, რომლის გამოთქმის უფლებასაც თავისუფლად აძლევენ ჩაძინებულ მსხვერპლს – გამოღვიძების სურვილით შეპყრობილს. „მე გამოვიღვიძებ…“ – მარტო. ჩემი სიტყვები აღარაა, სადღაც მოვისმინე. და დიდი იმედი აქვს, რომ სხვებისთვის ჩანს აზრთა გადაბმის წერტილები. ნეტავ იგრძნობა მასში რამე? რამე, მინიმუმ იმის მსგავსი, რისი აღქმის უნარსაც ეგოისტობა აძლევს? დიდი ალბათობით – ჯერ ხომ ისევ მალავენ. სიმართლეა, და თავდაცვის მექანიზმს ახლა ორი ჭანჭიკი ატრიალებს. დღის მიღწევა დავიწყებამდე. თამაში არ მთავრდება. სასჯელს ჰგავს არსებობისთვის. ისიც მივიდა სახლში, დაუბრუნდა იმ ყრუ, რომელშიც გაიზარდა, ან ძალით აღზარდეს კეთილის მსურველებმა. გამოფხიზლდა, შემდეგ ნაპაზამდე. იქამდე, სანამ შეძლებს სხვა სამყაროდან გაუგებარი დაცინვის ატანას. და კიდევ ერთხელ, როგორც ყოველთვის, გაწირავს საღ გონებას შეურაცხყოფის გასაგებად. ხოდა, ისინიც უცდიან, როდის დაიბრუნებს სმენას ბავშვი, რომ მათივე შექმნილი მონსტრი ჯვარზე გააცვან. „ღირსი ვარ, ვიარსებო აქ… ღირსი ვარ, თუნდაც ცოტათი მაგრძნობინოს თავი ცოცხლად ტკივილმა.“ „დამოკიდებული ვარ.“ ნაპაზამდე კი სევდიანად ამაყ მომენტს კარზე კაკუნი უფუჭებს. ბოთლს მალავს და კარებს აღებს. კარში კი – დამსახურებულად, ზიზღით სავსე თვალები შემოდის. თვალები, რომელიც საკუთარი თავის დასაცავად ყველაფერს ზემოდან უცქერს და ყურადღებასაც არ აქცევს, სანამ საერთო შვებას არ შესთავაზებს. - სად იყავი? – (პერსონაჟი უსახელო) - რატო? – (თვალები) - არ ვიცი, მაინტერესებს. – (პერსონაჟი უსახელო) საერთოდაც არ აინტერესებს. მეტიც, არც უსმენს მოყოლისას, იქამდე, სანამ მოკლე პასუხი არ წყდება და იაზრებს, რომ არც იმ ორიოდე სიტყვის ღირსი არ იყო მისგან. ეს სულაც არ წყინს, სამი მარტივი მიზეზის გამო: ეს მათი ტიპიური კომუნიკაციაა, ის ადგილი ისევ ახსოვს, სანამ მის მოსვლამდე ორიოდე ჩაყრა დაეყარა, მისი აზრით – მეტს მართლა არ იმსახურებს. ორი წუთი იცდის, ძალას იკრებს და ჩავარდნილი ხმით ამაყად კითხულობს: - მოვწიოთ? – (პერსონაჟი უსახელო) - გაქვს? – (თვალები) - დამელოდე. – (პერსონაჟი უსახელო) ეუბნება, საპირფარეშოს კარებს იხურავს, მუხლებზე ეცემა და საყვარელი მცენარის მოზრდილ ნამცეცებს ფრთხილად აგროვებს. სირცხვილით სავსე წამოდგება და დარჩენილ ნამცეცებს ამაყად უყურებს. თავს აჯერებს, რომ ბოლომდე არც დაცემულა. მაგრამ რომც დაცემულიყო, არ ადარდებს – ისედაც დიდი ხანია მყარად არ მდგარა ფეხზე. თან, ორ წუთიანი დიალოგისთვის სულსაც გაყიდის. ახლა თვალები დგას კარს იქით, საუბრის სურვილით სავსე, და ამ კონკრეტულ ასპექტში იმედი არც უცრუვდება. - მაქვს. – (პერსონაჟი უსახელო) - მინდა. – (თვალები) - შემოდი. – (პერსონაჟი უსახელო) იწყებენ მოწევას და ირჩევენ პერსონაჟებს. ყვებიან ოცნებებს. ასრულებენ გულში დაგროვებულ განსაზღვრულ სიტყვებს, და მერე პირიდან უბრალოდ ბგერებს უშვებენ – უშინაარსოს, მშრალს, არაფრის მთქმელს, ცივს. იქამდე, სანამ თვალები ვეღარ შეძლებს ზიზღის დამალვას. ის კი დატოვებს იმ სამყაროს აღქმას, სადაც გაიზარდა, და შეამჩნევს – თვალები ამართლებს საკუთარ სახელს. ისიც ხომ იმ წრიდანაა, რომელსაც შენ არ ეკუთვნი. ისიც ხომ იმათგანია, რომლებიც შენით მონსტრს ქმნიან და თავს უსუსურად გაგრძნობინებენ. ეგოისტი ხარ. გავლენა მათია, მაგრამ ფიქრები წესით შენ გეკუთვნის. ახარებს, რომ დანაშაულის გრძნობა არსად წასულა, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ თვლის თავს დამნაშავედ. „უბრალოდ ღირსია ამ წამს.“ ამ სამყაროში ხომ ყველა მასზე მეტია, ყველას შეუძლია რაღაც შეუძლებელი. ის კი ვერ ითამაშებს თამაშს, რომლის წესებიც არ იცის, და არც არავინ აღიარებს მის არსებობას. „არც არავინ აღიარებს მის არსებობას.“ რატომ? რატომ მარტო მე? როგორ შეიძლება, ყველა ჩემს გარშემო ჩემს გონებაში საუბრობდეს და მერე ბგერებით უარყოფდეს ამას? სულაც არაა ეს თამაში. უბრალოდ მე ვარ სათამაშო. და რაღაც ავადმყოფური სიყვარული იზიდავთ ჩემკენ. ეს კი მახსენებს: მე სამყაროს ცენტრი ვარ. აქ მყოფ ყველა თვითაღიარებულ ანგელოზს უწევს იბრუნოს იმის გარშემო, რაც მათში ცხოვრობს. ზუსტად ამიტომ არ იღებენ ჩემს დაავადებას სერიოზულად – ეშინიათ, რომ მოუწევთ საკუთარი პრობლემების გამომჟღავნება. მე კი მათი მზერის ქვეშ ვეძებ – როგორ დავტესტო აქ არსებობის წესები. სანამ ცოცხალია ჩემში ეგოიზმი, „ჩემი სახელია ცოდვა, და მე ამაყად ვატარებ მას.“ გონებაში დაკარგულს საკუთარი თავის სიყვარული დროის აღქმას უკარგავს. ნაცრისფერ ქალაქში მზეს დიდი ღრუბელი და მათ შორის, თითქოს შემთხვევით გამოჩენილი ორი ვარსკვლავი ცვლის, რომელთა სილამაზე საერთოდ არ უხდება მის საცხოვრებელს, არც იმ ქუჩებს, რომელიც მის ქვეშაა, არც იმ ხალხს, რომლებიც მაგ ქუჩებზე მოძრაობენ. ხალხს, რომელთა სახეებზე სინათლეს ვერც მზე ირეკლავს, თითქოს სულაც არ უნდა ერქვათ ადამიანები. მათ ხომ სულაც არ შეუძლიათ განსხვავებულობასთან თანაცხოვრება, ყველაფერს სევდა ამოძრავებს. კუთხეში მდგარი, ამ ყველაფრის შემხედვარე ბედნიერება კი მეძავს წააგავს, რომელიც მზადაა ერთჯერადი სიამოვნება მოგანიჭოს, თუ მზად ხარ საფასურის გადასახდელად. მე არ მომწონს მეძავი კუთხეში. აქ ცხოვრება ხომ ისედაც საკმარისია ერთი კოცნისთვის. სულაც არ ვაპირებ მეტის გადახდას. სიტყვების დასასრულს ამჩნევს, როგორ იცვლება სამყაროს პასუხები. თითქოს არავის ესმის მისი ფიქრების ხმა, ან პასუხს აღარ ცემს არავინ. პროცესში ნელ-ნელა ეხუჭება თვალები. ქაოსს სიჩუმე ცვლის. ეგოიზმს თვითგვემა და ამაყად ნატარები სახელი შერჩევიდან მალევე ქრება, თითქოს არც არასდროს არსებობდა. ძილი თუ თავისუფლება? თენდება და სიფხიზლე ახალ პერსონაჟს ჩუქნის. ვინ იქნება დღეს? დღეს ის მუდმივი სცენის უკვდავი წამყვანის რეინკარნაციაა. სამუდამო მაყურებლის ყურადღებისთვის უნებურად მებრძოლი, საქმის გარეშე. მასში საინტერესო ხომ მხოლოდ მისი გარყვნილი გონებაა. გონება, რომელიც ყველას ყურადღებას იპყრობს. ⸻ პაემანი რეალობასთან (თავი 2) საყვარელი სიტყვების ერთობლიობაში დაკარგულ მეს მოსწონს, როგორ გამოიყურება აუშენებელი კორპუსი ქუჩაში. ჯერ არ ვიცი, რას მახსენებს, მაგრამ აუცილებლად გავცვლი მის ვიზუალს პერსონაჟში, ცივ კედლებში სიცოცხლეს ჩავბერავ და ღმერთობანას ვითამაშებ გაუაზრებლად. აზრს უშედეგოდ წყვეტს მესიჯი ტელეფონზე და ცოდვას – დამალული მარგალიტი ახსენებს თავს. შიში ავსებს და მეძავი კუთხიდან უცქერს. ნეტავ, რა გავაკეთე? რა შეიცვალა? ნეტა მარგალიტიც ერთ-ერთი მათგანია? ან სულაც არსებობენ ხმები თავში? არ მგონია. და მოკლე დიალოგით შეხვედრაზე უთანხმდება, სანამ ფხიზელია. (მზადება) ნეტავ რომელი მე უნდა შეხვდეს? ან რომელ მე-დ გადავიქცევი შეხვედრისას? ესეთი ფიქრები გაქცევს უსუსურად, და გზაში ივიწყებს თვითგვემას. თითქოს სულაც არ ჰქონიათ მის ფიქრებზე ზეგავლენა მოჩვენებით ხმებს თავში. ხოდა, ისიც იცვლება მომენტალურად. საკუთარ თავს ავიწყებს. აწ უკვე ნაკლებად დამაჯერებელი სამყაროს დამადასტურებელ ნიშნებს იცმევს და არჩევს სიმღერებს, რომელშიც მასზე დადებითად საუბრობენ. გზაში, სიმღერების ფონზე, მისი გონება ცუდი აზრებისგან იცლება. თითქმის დაუჯერებელია, თუ როგორი წყნარი შეიძლება იყოს მისი აზროვნება. ⸻ – როგორ ხარ? (მარგალიტი) – კარგად! არ ველოდი, საერთოდ რამ გაგახსენა ჩემი თავი. (პერსონაჟი – ყოფილი ცოდვა) ეკითხება. მის სახელზე ღიმილს ამჩნევს, რისკავს და ყურსასმენებს იხსნის. დიალოგს ანდობს თავს. – არც დამვიწყებიხარ. გავიაროთ? (მარგალიტი) თითქოს უმნიშვნელო სიტყვები სიცოცხლის სურვილით ავსებს და საერთოდ არ ნანობს საყვარელი სიმღერის გამორთვას. იცის, რომ ახალს იპოვის. ახალს, რომელიც მომავალში მარგალიტის ამ სიტყვებზე მოუყვება. ⸻ დიდი ხანია, ამდენი არავისთან ულაპარაკია. მოსწონს ვიღაცის მოსმენა. ყველა სიტყვას უკვირდება და ყველას თქმამდე ორჯერ ფიქრობს. ყურადღებას მარგალიტის გარდა ვერაფერს აქცევს, და მარგალიტიც თავის ფსიქოლოგიას აშიშვლებს. ამაზე ლამაზი არაფერი უნახავს. იმდენად ელამაზება, რომ ზოგადად სილამაზის გავლენაზე აფიქრებს. ამ ერთადერთ სამყაროში, სადაც მისი ფიქრები მხოლოდ მას ესმის. და კოცნა. ⸻ ამტკიცებს, რომ მის დაღებს ჩუმად, ყველასგან შეუმჩნევლად ატარებს. კუთხეში მდგარი მეძავი თვალს არ მაშორებს. მომწონს მისი მხედველობის არეალში ყოფნა. თითქოს მთელი სამყარო გაჩუმდა. ბგერები სიტყვებმა შეცვალა. მომავლის წინაღობები დაიმსხვრა. და კოცნა. ⸻ ნეტავ რას ნიშნავს მისთვის? არ მაინტერესებს. ⸻ – რას აპირებ მომავალში? (მარგალიტი) – არ ვიცი… ალბათ პატარა კაფეს გავხსნი, პატარა მანქანას ვიყიდი, ვიმოგზაურებ. ტყეებში გავჩერდები და კოცონთან გავთბები. შენ რას აპირებ? (პერსონაჟი – ყოფილი ცოდვა) – მეც მინდა მოგზაურობა. (მარგალიტი) – კიდევ ერთი საერთო. (პერსონაჟი – ყოფილი ცოდვა) ⸻ – ვგავართ ერთმანეთს. (მარგალიტი) დამაჯერებელი ღიმილი ავსებს ორივეს. და კოცნა. ⸻ და ნახვამდის. ⸻ დამშვიდობების მერე, ნაპაზი და ზეციური ქმნილებების დამადასტურებელი ნიშნები. ⸻ მარგალიტის სხვა სახე. ⸻ ტელეფონიდან – მისგან გაქცევის სურვილი. ⸻ ჩემი ნამდვილი სახე და აგრესიული შიში. ⸻ კიდევ ერთხელ ვანდე თავი ვიღაცას. ახლა ისიც მიყურებს. ⸻ რატომ მიყურებენ? ⸻ შიში აღვიძებს ჩემში ამ სახეს, თუ ეს სახე მხდის მშიშარას? ⸻ ესეთი აზრები მხდის უსუსურს, თუ მათი შემოჭრა ჩემს გონებაში? ⸻ ფიქრი იმაზე, რომ ისინი მუდმივად ჩემს თავში არიან, და მერე ამ ფიქრზე მათი თანხმობები, სანამ აზრს არ შეიცვლიან… ⸻ შიშველი ხე, გრაფიტი კედელზე, ვიღაც მახინჯი ფეხსაცმელებით. ⸻ კარგი დღე იყო. ⸻ ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები. ყველა დადებითს აქვს მეორე მხარე. არაუშავს, რომ ვეღარ შევძლებ ტელეფონის გამოყენებას. არაუშავს, რომ ძილი გამიჭირდება და სიმღერებს ვეღარ მოვუსმენ, ცუდი კომენტარების მოლოდინში. თან აქამდეც ესეთი ვიყავი, იცოდა, რაშიც ყოფდა თავს. — აქ რას აკეთებ? ნაცნობი ხმა პანიკური შეტევის საწყის ნიშნებს წააგავს და შორიდან ისმის. არ ჩერდება. ფიქრობს, დღეს საკმაოდ კარგი დღე გადაიტანა. ღირს მისთვის განმარტების დამატება, მაგრამ მერე ფეხებს ის აჩერებს, რომ მისნაირ ადამიანს არ აქვს უფლება ვიღაცა დაიგნოროს. უკან იხედება და თვალებს ხედავს. უხარია ნაცნობი სახე, დაამცირებს და უახლოვდება. პირები მოძრაობენ, მაგრამ არაფერი ისმის. თავში მომხდარი მოვლენები ტრიალებენ და თვალების სიტყვებიდან მხოლოდ იმ ნაწილებს ისმენს, რომელიც გონებაში მყოფებს უხდება. მგონი, ზედმეტადაც მგო. ჩემზე უკეთ იცის, რა მოხდა. ხალხი არსებობს? თუ მე ერთ ბმულთან ვურთიერთობ? თუ მათი აზრებიც გადაბმულია ერთმანეთთან, მაშინ როგორ ცხოვრობენ საერთოდ? შეიძლება ჩემი ფიქრები დასახვეწია, მაგრამ მათ ქცევებზე რას იტყვიან? თვალები სულაც არ არის ანგელოზი. თან სიტყვა „საიდუმლოსაც“ დიდი მნიშვნელობა აქვს. ესე იგი, იციან, როგორ დამალონ ფიქრები. ანუ იციან, როგორ დამეხმარონ. რატომ არ მეხმარებიან? — კარგი, უნდა წავიდე. არ მეგონა, გარეთ თუ გნახავდი, — (თვალები). — არ გეგონა თუ არ უნდა გენახე? — (პერსონაჟი, ყოფილი ცოდვა). ჩაიბუტბუტა და ზუსტად იცის, რომ გაიგო. ამ სამყაროში ხომ თვალებს პასუხის გაცემის უფლება არ აქვს. — რა თქვი? — (თვალები). ისმის კითხვა, და პასუხი გარბის. შემდეგი შეხვედრისას რეალობას მაინც არავინ გაახსენებს. სულ ესეთი ვიყავი? არ მახსოვს, ადრე რაზე ვფიქრობდი ან თუ ვფიქრობდი საერთოდ. წარსულის მხოლოდ სუნი მახსოვს. ხანდახან გამვლელის სუნამო მახსენებს ჩემს წარსულს — უდარდელს, უმნიშვნელოს, უშინაარსოს. მთელი გულით მშურს და ვერ ვხვდები, როდის შევიცვალე ან რამ შემცვალა. მაგრამ მახსოვს უფერულობის სუნი გარდაქმნისას. მახსოვს, როგორ ძალადობდნენ უხილავი მონსტრები ძილის წინ, როგორ მკლავდნენ მე ხოხვისას სიმართლისკენ. ვერ ასწრებს ტკივილის საკუთარ თავთან გაზიარებას. ტელეფონიდან მარგალიტის სხვა სახე უღიმის. თვალებს ხუჭავს და მათ შორის რომანტიკას ანადგურებს, ისე როგორც მას შეშვენის. აქედან ვერ დაბრუნდება. „მინდა, რომ დავბრუნდე? რამე ცუდი რომ ვიფიქრო?“ „მინდა, რომ დავბრუნდე! რამე ცუდი რომ ვიფიქრო!“ ფიქრი ისევ წყდება. ტელეფონიდან უჩვეულო ხმა ისმის. მარგალიტმა მომწერა. ტექსტი მარგალიტისგან: როგორ უნდა რომ მიყვარდეს როგორ შორს გარბის პასუხი ცოდვისგან: მე და საუბარი ახალ შეხვედრაზე გადადის. — არ ვიცი, ალბათ ხვალ მცალია. — შევთანხმდით. ღიმილი სახეზე. ნაპაზი შეხვედრამდე. მინდა, ვნახო, რას ფიქრობს რეალურად ჩემზე. შავი სამოსი და ნაცრისფერი ფსიქოლოგია ფაქტის ასაღებად. გზაში უცხოებს გონებაში აგინებს და უღიმის. ეუბნება: — გემით მოდით, მე შამანი ვარ, ბალახის შესაძენად საკმარისი თანხით. გესმით? მოდით, მე სამყაროს ცენტრი ვარ. და მასთან ერთად ყველა უსულო საგანი ყვირის კოორდინატებამდე. ყველა მონსტრია მარტოსული. მონადირე კი მზადაა მათ დასამარცხებლად. ძველ ლიანდაგებს მიუყვება. ნახშირის გადამზიდიც ბიტის ფონზე ალამაზებს გარემოს. ნეტავ, ცუდად ჩანს, რომ მომწონს, ქარი როგორ აფარფატებს პალტოს? ყლეზე მკიდია, სანამ დამწვარი შვიდიანი მეფერება ჩალეწილი კიბეებიდან. ძველი კორპუსის ქვეშ ასფალტის ხვრელში ხელს ყოფს. შიგნით ამოსულ ყვავილებს წყვეტს. ახარებს, როგორი ლამაზია. მის ნაპოვნში უფრო მეტს ელის. სახლში მისვლამდე ვერ ითმენს. იქვე პროფესიონალურად აწყობს ბოთლს მოსაწევად. და ნაპაზი. როგორც ყოველთვის, სიფხიზლესთან ერთად ლოგიკაც ტოვებს გონებას. მის თავში შექმნილი პერსონაჟი პირველად მიუყვება მის ყოველდღიურობას. სხვებისგან განსხვავებით დღევანდელობა ნაკლებად იჩაგრება. ნაცნობი ხმები ტოვებენ თავს. იციან, დღევანდელობა სიცოცხლით სავსეა. და არც მე ვაძლევ საშუალებას ანგელოზების ტყუილის დავიწყების. ჯერ ვერ დასცემენ მუხლებზე. და მეც დიდხნის ფეხზე დგომის ოცნება მიხდება. ვიმსახურებ, რომ ამიხდეს ოცნება? და ფეხი მიცდება. ნაცნობი ხმები ამის გაფიქრებისას იჭრებიან გონებაში. ვამჩნევ, როგორი სტრატეგიულია მათი თავდასხმები. თითქოს სისხლის სუნი ეცათ და მზად არიან, კიდევ ერთი „მე“ დაამარცხონ. მაგრამ მეც მცემს მათი სტრატეგიულობის სუნი. და ახლა ჩემი პერსონაჟი დაამსხვრევს მათ თავდაჯერებულობას. დამპალ სხეულში ოცნებები ანათებს შინაგან სამყაროს, და ისიც მზადაა შეხვდეს ბედისწერას. ცაზე ნაცნობი ვარსკვლავები ანათებენ, და თითქოს ერწყმის ქუჩის ვიზუალს. შეხვედრამდე ეწევა. და ელოდება მის მოსვლას. მარგალიტიც არ აგვიანებს გამოჩენას. დღევანდელობაც იცვლება. ხვდება, რომ პირველად აღიარებენ მასთან სიმართლეს. — რომელ სამყაროში ვარ? — და როგორი ვარ ამ სამყაროში მე? მარგალიტმა ზუსტად იცის, რას ვფიქრობდი მე. როგორ, რა გზით ვკლავდი რომანტიკას. და ყველაფერს ჩემ წინააღმდეგ იყენებს. ბედისწერაც უცნაურ ადგილს ამჩნევს დიალოგის გასამართად. ცარიელ პარკს. ცარიელ ადგილას. ცარიელი სასრიალოს ჩონჩხთან. — მატყუარა ხარ, — (მარგალიტი). ახლოს იწევა. და მარგალიტი უკვე ლუპს კოცნის. — ფერი რომ იყო, რა ფერი იქნებოდი? — (ლუპი). — წითელი, — (მარგალიტი). — რა არის ბედნიერება? ხალხი უცნაურია, თითქოს ქუჩაში დაყრილ ქვებს გვანან, სხვადასხვა ფერებს. ზოგს პოულობ და თან ატარებ. ზოგი იმდენად ლამაზია, აღებაც გერიდება. — (ლუპი). და დიალოგი უშინაარსო ხდება. ლუპი უსმენს, სანამ მარგალიტი მისი დამცირების შესაძლებლობებს ეძებს. და ლუპიც კვდება. ახალი ბგერების ლოდინში. ხუმრობით შეხება ნელ-ნელა დარტყმებში გადადის. დაწყებულს მარგალიტიც ვეღარ წყვეტს. ხელები კისერზე უჭერს. — რატომ არ გეშინია ჩემი? — (მარგალიტი). და კოცნა. ლუპს ეცოდება. მისი კოცნა რომ უწევს, მხოლოდ იმისთვის, რომ ხელები კისერზე შეინარჩუნოს. — თუ მახრჩობ, რატომ არ მეუბნები სიმართლეს? — როგორ არ არის ეს თქვენი ბრალი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
ვინმე კითხულობთ ბოლომდე ? (ბავშვი)
ძალიან საინტერესოა.
გააგრძელეთ წერა