ძილის წინ
ვწევარ, ენის ქვეშ მიდევს მწარე მენთოლის კანფეტი, ვაშტერდები ჭერს, ახლა გარშემო სრული სიცარიელეა, გულზე გადმოპირქვავებული წიგნის ყდა მებჯინება, ვფიქრობ, რომ საერთოდ არაფერი არის კარგად, ფრჩხილები არათანმიმდევრულად მაქვს დაკვნეტილი. ცოტა აღზნებული ვარ და ექიმის დანიშნულებას მეათეჯერ ვკითხულობ, თითქოს რამე ახალს ამოვიკითხავ - ამაოდ. მარტოსული ვარ, ჩემს ნაბიჯებს ფეხი ვერავინ აუწყო, ვერც მე ვერ ავუწვე ვერავის ფეხის ნაბიჯებს. ძალიან ცუდი სანათი მაქვს, ყვითელ შუქს ასხივებს და თვალებს მტკენს, საწოლში ჩაყრილი ორცხობილის ნატეხები მერჭობა გვერდებში, თითქოს კლდეზე ვწევარ. ხერხემალი ძველებურად მტკივა. მაღვიძარა თერთმეტ საათზე დავაყენე "ატარაქსის" ნატეხს ვყლაპავ, ვიძინებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
"ატარაქსი" არც ისე ძლიერი დამაშვიდებელია, ცოტა უფრო მძიმე ფსიქოტროპული უნდათქვათ გრძნობის სიძლიერე რომ დაამტკიცოთ