ქრისტეს შობას მოგილოცავთ
უთვისტომოსავით ვიდექი დღეს, სხვათაშორის ეგრე კარგად ლოცვისთვის არ მომისმენია. დილიდანვე თადარიგი დავიჭირე ბევრი ხალხი იქნება, პატარა ტაძარია და გარეთ დგომა მომიწევს მეთქი... ჩავიცვი თერმო(ბაკურიანის) შარვალი, ერთი ფლისი, თხელი დეკატლონის ქურთუკი და ზემოდან ჩემი "ფეჩი" ქურთუკი, ფეხზე სკარპა სქელძირიანი და კაშნე-შემაგი :დდდ იმდენი მეცვა მოძრაობა მიჭირდა :დ ფენა-ფენა ჩაცმამ კარგად იმუშავა, 3სთ გარეთ მომიწია დგომა, მაგრამ ერთი დეტალი-თხელი წინდა :დდდ ასე უცნაურად ჩაცმული ბოლოს მრევლს შემორჩი.. ამბის კულმინაცია ბებო იყო: წადი შვილო სეფისკვერი აიღე, უზმოზე უნდა მიიღო, პრინცინში უზმო იქნები..😁😇🥰🥰აშკარად "ტყემალზე მჯომ ბალღს ვგავდი, ბალის კურკებს რომ ისვრის "😄😁 ძალიან ძალიან საყვარელი თბილი ქალი იყო და მეც მადლობა გადავუხადე გულშემატკივარობისთვის 😇 აბა სხვა როგორ 🥰🥰 ხოდა ყოველ წელს ვიღაცის "თოვლის პაპა" ვიყავი ხოლმე, წელს ისე გამოვიდა რომ ვერა.. წამოსვლისას ტაქსი გამოვიძახე, ჩავჯექი და ვიღაც კაცი ხელს გვიქნევს: -ქალბატონი ტაქსს ვერ აჩერებს და შეძლებთ მის წაყვანას? -სად მიდის? -მძღოლი პასუხობს -ვარკეთილი. -ქალბატონო წინააღმდეგი ხომ არ ხართ? -მეკითხება -არა, დღეს ხომ შობაა! არასდროს, არასდროს ასე ძლიერად არ გამიაზრებია ამ დღის სიდიადე.. ხანდახან "უთვისტომობაც" კარგია და მაგრამ ყველაზე ტკბილი მაინც შორიდან შენი ნაცნობების ცქერაა უცხო ადგილას, "შეფუთულს" რომ ვერ გცნობენ და შენც შორიდან თვალებაციმციბული უყურებ! ხოო.. დღეს, ისე როგორც არასდროს გავიაზრე როგორი სიხარულია ახალი სიცოცხლის მოვლინების ღირსი რომ ხდები, არასდროს არ მიგრძვნია ეს... ჯარჯი -დეს რომ ვეძახდი, განა ტყუილად.. გავიაზრე, რომ გაზრდის ამაგი რამხელა სიყვარულია (ოთხფეხა თუ ორფეხაა), წარმოუდგენელია ახლა როცა შენიდან იშვება ახალი სიცოცხლე... სულ ვიძახდი, შობა არაფერი დიდი დღესასწაულია მეთქი, მერე ცხრა მოდის სტეფნობა და ხომ მაბოდებს , ცხრა იანვარზე.. მერე ნათლისღება მოდის, უჰ როგორ მიყვარს... მაგრამ აი ეს შობა ვერ ცოცხლდება ჩემში, მოძღვარი კი ყოველ შობას ქადაგებს:დაე თქვენში იშვეს ქრისტეო, მაგრამ აი ვერ ვერ ვიხორცებდი მაგ სიტყვებს... დღეს სადაც შევხვდი შობას, ჩემთვის საინტერესო ადგილია....ჩემი პირადი გზიდან ეტალონთან ასოცირდება..წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს როგორ აღმოვჩნდი მანდ არ ვიცი.. ასე სრულად შემთხვევით, ქიზიყელის ღირსებას არ უნდა შეეეხო, თორემ..... გავიარე იქ და გვერდი ვერ ჩავუარეე...მეტად აღარ დავკონრეკეტდები, მებრძოლის სახელობისაა და ათთორმეტს უკავშირდება .ასურელ მამათა ტაძრები განსაკუთრებულად მიყვარს..და წმ. გაბრიელის ხატი სხვანაირია, წითელი სამოსელით... სულ სისხლის ღვრის და ბრძოლის ველია, მაგრამ ოცდაათი წლის შემდეგაც ისევ ერთხმად ამბობენ მამაო ჩვენოს.. ნიშანი იმის სამშვიდობოზე გასასვლე გზა: სისხლი, ბრძოლა და მამაო ჩვენოა! შობას გილოცავთ! გულით და სიყვარულით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი