2021!


ხოოო ასეთია ჩემო ვორდო ცხოვრება, რეალურად რომ გადაურჩები სიკვდილს მერე აფასებ რაღააცებს, წამით მიხაროდა  კიდეც,  მართლა „წავედი,უბრალოდ წავედი, ადამიანობის ზღვარს გავედი „ -მეთქი...
 მაგრამ ამ დროს ხმა მესმის,ხმა ,რომელიც ალბათ ჩემს მატერიალურ არსებობას ამსუბუქებს და ალაღებს მხოლოდ!  ნაგუ ,როგორ  ხარ და შენ როგორ ხარ, მეთქი! როგორ გადმოვიდა არ მახსოვს , მახსოვს რომ კარგად იყო!!!
მოკლედ არის დღეეები რომლებიც  შენც  ისტორიას ცვლიან , განადგურებენ და გაძლიერებენ ერთდორულად გერევიან და იმარჯვებენ შენზე!
არ ვიცი ერთს კი  მივხვდი რომ „ჯერ კიდევ ადრეა, ცოტააა შენი დრო, შენი აღსასრული წელია სხვაგარ...“

მეზიზღებოდა წნორი რა მათქმევინებს  რატომ, მაგრამ 4წლის  ასაკიდან სულ მქონდა ინტერესი და გვიან გვიან  აღვიდგინე გონებაში მიზეზი, მას შემდეგ ძალიან მეცოტავება რომ ორნი ვართ და აი, კინაღამ ჩვენ ორნიც აღარ ვიყავით........

არ ვიცი განკითხავს ვერ დავიწყებ მაგრამ, მას შემდეგ იმ 4 წლის ბავშვის დედასთან ერთად მიმავალ იმ გზაზე მეფიქრება.. დღეს წვიმდა და იმ გზაზე ვიდექი, ისევ ის სურათი დამიგდა თვალწინ და უაზროდ ხეტიალი ვარჩიე, მეშეშინდა იქ მარტო დგომის წვიმაში... ნაცნობ პოლიციელებს თვალი ავარიდე და გავცილდი იქაურობას...
გუშინ მთელი ღამე ცეცხლს ვხედავდი და ვცდილობდი ჩამექრო მაგრამ არაფერს ვაკეთებდი, დიდით ტრადიციულად უენერგიოდ და პასუხისმგებლობის მოხდის მიზნით ავდექი და წავედი.... წნორმა უარესად მომკლა შიგნიდან, უაზროდ ვხატავდი გონებაში მანქანების მოძრაობის სქემებს და  ყოველი მათი სქემები იკვეთებოდნენ, შორს მაგრამ იკვეთებოდნენ... 
დაძაბული და შინაგად მკვდარი კი არაა, მხოლოდ ხორცი კი არააა სულ სხვა ვიყავი, სხვანაირად დაძაბული და უაზროდ  ყველაფრის გამკონტროლებელი .. ყველა დეტალის და ფსიქოლოგიური სიგიჟის  პიკზე მგონის!!! 
მას შემდეგ ჩემს თავთან  ვჩხუბობ, შენ რომ გეკონტროლებინა სიტუაცია და დროზე გეთქვა , ხომ არაფერი მოხდებოდა მეთქი.... მანქანა კი მიდიოდა, კადრი ტუნელში იწელებოდა  უცბად: ბრახ და რა ბრახ!
დღეს ყველა  უცნობ მოხუც კაცში იმ გარდაცვლილის სახეს ვხედავ, გავხედავ ისაა გამოვხედავ ისააა, ცოტა შეთეთრილი კაცი ისაა, რომ შევხედავ  ყველაა ისაა.... მუქ მანქანებს რომ ვხედავ მაზანზარებს, მეშინია და თავს ვხრი! როცა იმ ორ ადამიანის  სახეს ვხედავ  ზიზღის გრძნობა მაწვება და ცოდვის, რომელიც მხრებზე მეც მადევს!! და იმ კაცის სახე ყველა უცხო მოხუცებულის  სახეს ჰგავს, ყველაა ისააა.....
ცეცხლი იწვება და ვერ ვიწვები... 
ჯოხი მიჭირავს..
 ვუყურებ ვნადგურდები!
2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი