ჯარჯი


დღეს საღამოთი ვეუბნებოდი კესოს
-იცხოვრო უნდა ისე რომ შენ წახვიდე პირველი
 შენგან წასულებთ უნდა სცდიოდეთ ცრემლი მრავალი....
მისმენდა დედაა გაოცებული, ჩემი ცხოვრების პოსტულატები
პრინციპი ასე მეტად მისი სათაყვანები, უცბად მიქცია დასაკარგავ...
კორონას მივაწერ და ვერ გაიგოო, რა ვიგულისხე შორით წასვლაში...
ბევრი გასული ჩემი კარიდან და უკან არც ერთი მობრუნებული..
ნაცნობ-მეგობრებს ბევრს გულ მოკლულებს ვერ მიუღწევიათ ნაგუს კარამდის
ერთი მიუშვა ზღურბდლის მიადგა, მაგრამ სახელური მაინც  დაკარგა...
ასე იცხოვრა ნაგუმ  წესებით, ერთი არ ინანა მისგან წასული
ახლა ახლები, არვის მინდობი დარჩა ნაგუ და თავის ნაგაზი
ის შეიყვარა, შეითვისა როგორც მისი სულის წამალი
ახლა გაზრდილი  წლისა ჯორია, ორფეხს დაადებს და კისერში თავს ჩაუდებს
როცა ნაგუა ცუდად  ან და მისგან შორს, საჭმელს არა ჭამს, 
ნაღვლობს მის პატრონს....
კუდის ქიცინით შემოეგება, ცხვირს მიულოკავს და მერე ახტება..
კარის გახსნაზე  უყეფს, რომ ტოვებს.. საჯუგაანომდის ისმის  როგორ უძახის
ახლა ჯარჯიღა დარჩა ნაგუს ცოცხალი მეემოციე...მისი ზრუნვით თავს რომ წევს გვამი ცოცხალი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი