მამას დღე
დღეს მამაჩემის დაბადების დღეა! მთელი ოცი წლის განმავლობაში არასდროს ასე არ მიგვძვნია მამა! ორი მწარე ქიზიყელი, სიჯიუტეში ჯობნა და სიყვარულში არ გამოტყომაა.. გვიან დანიშნულს, პირველი შვილის ბაღში ტარება რომ ესირცხვილება-იმ თაობის კაცია მამა.... ალბათ ყველაზე ალალი ადამიანი.. ყველაზე მინდობი.. რის გამოც ხშირად ვერ ვთანხმდებით...ყველაზე ხელგაშლილი და კეთილშობილი კაცია, ტყუილი რომ არ იცის... თუ რამეს იტყუება თან ულვაშებში იცინის.. ორივეს ერთი მინუსი გვაქვს- "სხვის დაბერილ ქარზე არ დავქრივართ." ამიტომ მეუბნება დედა, ალიკვალი მამაშენი ხარო 😁 მოკლედ, ოჯახი რომ ორ კვირით ჩავიკეტეთ ის ამბავია.... ოოო კაცები სუსტები არიანო, როცა ავად არიანო... არ გვიჯერებდა, ჯიუტობდა:მუცელზე როგორ უნდა დავწვეო, ცუდად ვარ რას ქვია ვიაროო.... ხოდა ასე მოხვდა საავადმყოფოში.... თურმე საავადმყოფოში ბავშვობის მერე არ წოლილა... ამ დაწესებულების ხსენებაზეც კი ძალიან ეშინია.... მოკლედ ორი კვირა ე.წ მივლინებაში იმყოფებოდა... ბეწვზე გადარჩენილიო, რომ იტყვიან. მამაზეა ნათქვამი... ადამიანის სიკეთე არ იკარგება და სასწაულებს უფალი ხან ვის ხელით აკეთებს და ხან ვის ხელით... ეს სასწაული ხელები კი Nato Narindoshvili Nana Svanidze იყვნენ.. ეს ის შემთხვევაა როცა მედიცინა იმარჯვებს დაავადებაზე ❤❤ მადლობაა მათ ❤❤❤ რაც არ უნდა ვთქვა ტყუილი სიტყვები იქნება... მამას სახე უნდა გენახათ თავის ეზოში რომ შემოვიდა და აახმაურა... იმ ღამით გაუცხოებული მამა+თავის წიაღში... მეორე დილით სახლის კიბეს ეტყობოდა, მამა შინ რომ იყოო 😁😁❤ მამა კი ის კაცია ვისგანაც გაუცნოიერებლად, თუმცა ჩემი პიროვნებაში ჩამოაყალიბა თავისი ცხოვრების წესით.. მთავარი ფასეულობა კი რაც ჩემში მისგან გადმოვიდა ესაა საკუთარი მიწის, ეზო-კულჭულის გიჟური სიყვარული ❤🍾❤🍾 საავადმყოფოში ცოტა რომ მომჯობინა დარეკა -" ტიბაანის წყალი იქნებ გამომიგზავნოთო.... მამაჩემის დამსახურებააა ასე რომ მიმაჯაჭვა ამ სოფელს.... ღამის სიყვარულიც კი მამის დამსახურებაა.... ღამე ეზოში გამოსული. გალაქტიონის ლექსებს რომ კითხულობდა ხოლმეე თავისთვის... მოკლედ კოვიდ პანდემიამ და პირადმა გამოცდილებებმა ბევრი რამ გადაააფასა გონებაში.....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი