პაპას ზედსახელად "გენაცვალეს!"
კვირაცხოვლის ფერდას არ ასვენებს გუგუნი მრავალ საფლავს პატრონი დღეს რომ სტუმრობს სოფელი -მკვდარი ახსოვს განა ვინმეს?! -მხოლოდ დედებს, ობოლ ბავშვებს...! -სხვებსღა?////// -აივლიან, ჩაივლიან ნაცნობებს რომ ხედავენ ეძალებათ ტკბილ ბავშვობის ნოსტალგია! -დღეს შენ იყავ განა ზევით ფერდას? -მივაშურე ერთი ჩანთით! პაპას ღვინო გავასინჯე თავის ქვევრის თავის ვაზის.. "ნიშაილა" მივაპკურე... შესანდობი კვლავ ვუხსენე.. თვალი ვავლე მეც საფლავებს ვინ როგორ ვლო ცხოვრების გზა ვინ რას სტოვებს ამა ქვეყნად! იქ ქვად ქცეულ ძველს საფლავებს ცოტა ახალს უპატრონოს სარი. ბარდი გადაუვლის და გაქრება ისტორია! პაპას ერთ დროს ფულიანსა და "გავლენიანს" ცხოვრების გზას ფერის შეცვლა არ ეჩემა, არ ეგუა შვილებსაც კი ანდერძივით დღემდის თავგზა არევიათ.. პაპას მშობლებს არკა არტყავს ალუმინის , მას კი მხოლოდ- რკინა ბრონზის! მაგრამ ღმერთის სასწაული თუ არსებობს ამ მიწაზე პაპას საფლავს ესტუმრე და იქ ირწმუნებ როგორ ყვავის მარწყვი მხოლოდ მასზედ! -ვინ იწვალა მის დარგვაზე? -ძე კაცისამ არვინ მისმან ! არცა შვილმა, არცა ცოლმა და არც სატრფომ,სიყვარულმა ერთმა ტკბილმა! -არა არა მისი სატრფო ვალმოხდილი სანთელს ანთებს ქმრის საფლავზე მხოლოდ შორით თვალს შეავლებს ვაჟნი, შვილნი უმშვენებ გვერდით მხარსა! -მაშ ვინ დარგო მარწყვი მასზედ?! -ბებოს მხარეს არ გადადის, შევამოწმე დღესაც კიდევ! -ამ უმადურ ქვეყანაში ქრისტე ვაცვით მადლიერი არც კი დავრჩით როგორ შეძლო ამ მოკვდავმა შეერქმიათ "გენაცვალე"-ზედსახელი?! -სასწაული იყო მარწყვის ხილვა და განგება, ნება ღვთისა ფული ვერ წყვეტს სიდიადეს დღეს ვიწამე მგონის მართლა შენი კვალი რჩება მარად თუ იცხოვრებ მადლიანად! პაპას-ზაური გურაშვილს შვილიშვილგან(ნაგუ) 25.04.2022 წინასააღდგომოდ მრავალი საფლავი მოთვარიელება დამჭირდა და არსად, არსად არ იყო მარწყვი... არათუ მოყვავილე.. საერთოდ არსად.....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი