როგორც იონამ ..

როგორც იონამ, 
ვეშაპის მუცელში,
მე მივხვდი, 
ზღვასავით აქვს დასასრული
და შეიძლება, 
რომ მატლივით გაისრისოს
გამოგონილი ღმერთის ჩექმის ქვეშ.
გიყვარდეს! 
თქვა ახალგაზრდა 
და კეთილმა ადამიანმა.
რომ შევიყვარო მტერი ჩემი, 
ჯერ ხომ უნდა გავაჩინო
და მდუღარეში ამოვავლო
ალუბლის ხესავით?
როცა ჩივიან 
სხვა ხმები და სხვა ხელები,
ჩვილივით ვგუდავ 
ჩემს მჩხავანა ხმას
და ცივ კედლებზე ვაკაკუნებ 
სიტყვებს,
მტერივით რომ გადავარჩინე.
კომენტარები (0)