სოფელში რომ შუქი ჩაქრებოდა
* * * სოფელში რომ შუქი ჩაქრებოდა, გაღმა კი ენთო, ზუსტად ისე ვბრაზობ ახლაც, როცა ვხედავ, როგორ დაბორიალებს გაბრიელა. ათვალიერებს ჩემს ეზოში მიყრილ ბურთებს და ველოსიპედებს. აქ, ბავშვთა საპყრობილეა! იმ დღეს ველი, როცა დაიძახებენ: - ომი დამთავრდა! და გარეთ გავცვივდებით და სიხარულით და ხმით ვიტირებთ ადამიანებს, მარტო და სიმწრით რომ დახუჭეს თვალები. გპირდები, ღმერთო, რომ ვიქნები ბევრად მსუბუქი, რადგანაც ქვები, სულ რომ მქონდა შენს ჩასაქოლად, დავმარხე ღამის სინათლეში, თევზების სასაფლაოს გვერდით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი